მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბირთვულ ძალებს არასოდეს წაუგიათ დიდი კონფლიქტები, ატომური ძალის დამარცხებამ, შეიძლება გამოიწვიოს ბირთვული ომი - მედვედევი

დიმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა, გააფრთხილა ნატო, რომ უკრაინაში რუსეთის დამარცხებამ, შესაძლოა, ბირთვული ომი გამოიწვიოს.

ასევე, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა აღნიშნა, რომ რუსეთის განადგურების მცდელობა მსოფლიოს დასასრულს ნიშნავს.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მედვედევმა არაერთხელ წამოიწია ბირთვული კატასტროფის საფრთხე.

„ატომური ძალის დამარცხებამ ჩვეულებრივ ომში შეიძლება გამოიწვიოს ბირთვული ომი. ბირთვულ ძალებს არასოდეს წაუგიათ დიდი კონფლიქტები, რომლებზეც მათი ბედია დამოკიდებული“, - წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

ცნობისთვის, რუსეთი და შეერთებულ შტატები, რომლებიც ყველაზე დიდი ბირთვული ძალები არიან, ფლობენ მსოფლიოში ბირთვული ქობინების დაახლოებით 90%.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რუსები ზაპოროჟიეს რეგიონში თავდაცვისთვის ემზადებიან, ხოლო ბახმუტსა და სოლედარში ბრძოლები გრძელდება - საბრძოლო რუკა

✔️„რუსეთის დამარცხება უბრალოდ შეუძლებელია, გამარჯვება ჩვენი იქნება“ - რუსი დიპლომატი

✔️  მთელი უბედურება ის კი არაა, რომ ლავროვი გვაქებს, უბედურებაა ის, რომ ჩვენ ამას ვიფერებთ - პაატა ზაქარეიშვილი

✔️ ვირთხებს მაინც შეუძლიათ ბუნკერიდან თავის დაღწევა, მაგრამ განაჩენი აუცილებლად დადგება - არახამია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

✔️ „მათ არ ეშინიათ დასჯის“ - ანალიტიკოსების თქმით, რუსეთში პუტინს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სულ უფრო მეტად აკრიტიკებენ