მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის 27 ქვეყანაში ინფლაცია 7%-ს მიაღწევს - abcnews

ინფლაცია ევროპაში

მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს ევროკავშირის 27 ქვეყანაში თითქმის 7%-ს მიაღწევს ინფლაცია. ძირითად სასურსათო საკვებსა და ნავთობპროდუქტებზე ფასები მოიმატებს. ამის შესახებ abcnews წერს. 

მედიასაშუალება წერს, რომ ომმა დააჩქარა ინფლაცია არა მხოლოდ ევროპაში, არამედ დანარჩენ მსოფლიოში. ფასები საგრძნობლად არის გაზრდილი საკვებზე, სამშენებლო ობიექტებზე, ელექტროენერგიის გადასახადებზე, ბუნებრივ აირზე... 

რაც შეეხება მარცვლეულის ფასს, გამოცემა იტყობინება რომ პურის ფასმა უკვე მოიმატა პოლონეთსა და ბელგიაში. 

„ეკონომისტები არსებულ სიტუაციას „ქარიშხალს“ უწოდებენ, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის ომის დაწყების დღიდან თვალშისაცემი გახდა. 

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ გლობალური პრობლემები შექმნა. დაბლოკილია ნედლეულის, მარცვლეულის ექსპორტი... ინფლაცია განსაკუთრებით მწვავედ დგას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. აპრილში ფასები 14.2%-ით გაიზარდა ჩეხეთში, 12,3%-ით პოლონეთში და 10,8%-ით საბერძნეთში“, - წერს გამოცემა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

➖  კრემლი უკრაინელი „ნაცისტებისგან გათავისუფლებული“ ტერიტორიების აღდგენის შტაბს ქმნის - რუსული მხარე

➖  ალექსეი ნავალნის თანაგუნდელებს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს

ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს - Bloomberg