მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოვუწოდებთ აშშ-ის საელჩოს პასუხისმგებლობიანი პოზიცია გამოიჩინოს“ - აზერბაიჯანის საგარეო უწყება

სამინისტრო

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთში აშშ-ის საელჩოს მიერ მიმდინარე წლის 23 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. 

აზერბაიჯანის საგარეო უწყება აშშ-ის საელჩოს მიმართავს და პასუხისმგებლობიანი პოზიციის გამოჩენისკენ მოუწოდებს. 

„ძალიან სამწუხაროა სომხეთში აშშ-ის საელჩოს მიერ მიმდინარე წლის 23 სექტემბერს სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში გაკეთებული ცალმხრივი და დამახინჯებული განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ის საელჩოს, გამოიჩინოს პასუხისმგებლობიანი პოზიცია ასეთ სენსიტიურ საკითხებზე და თავი შეიკავოს სომხეთის სასარგებლოდ ცალმხრივი განცხადებებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე განცხადების თანახმად, ასეთი მიდგომა ხელს უწყობს სეპარატისტულ წრეებს, ზრდის დაძაბულობას რეგიონში და არ ემსახურება რეგიონში მშვიდობის დღის წესრიგის წინსვლას.

ამავე თემაზე:

🔴 „მსოფლიომ სომეხთა გენოციდი უნდა აღიაროს“ - ნენსი პელოსი

🔴 სომხეთი იმ პოზიციაში არ იყო, რომ პროვოკაცია დაეწყო, ომის დაწყებაზე თუ ვსაუბრობთ, ეს აზერბაიჯანული მხარის ინტერესია - გიორგი გობრონიძე 

🔴  აზერბაიჯანს მომენტის გამოყენება და კავკასიიდან რუსეთის შევიწროება სურს - პაატა ზაქარეიშვილი