მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მუქარა პუტინის მისამართით - დუგინის მანქანა აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო

ალექსანდრ დუგინი

რუსეთის დუმის ყოფილი წევრი, რომელიც კრემლის წინააღმდეგ საქმიანობის გამო ქვეყნიდან გააძევეს, ამტკიცებს, რომ რუსი პროპაგანდისტის ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის მკვლელობაზე პასუხისმგებელი რუსი პარტიზანები არიან. 

ილია პონომარევმა განაცხადა, რომ აფეთქება იყო რუსეთის „ეროვნული რესპუბლიკური არმიის“ ნამუშევარი, რომელიც, მისი თქმით, პუტინის რეჟიმის დამხობას ცდილობს.

„ამ ქმედების უკან, ისევე როგორც ბევრი სხვა პარტიზანული ქმედების, რომელიც ბოლო თვეებში რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელდა, ეროვნული რესპუბლიკური არმია დგას“, - განაცხადა პონომარევმა. 

ცნობისთვის, მოსკოვის ოლქში ფილოსოფოს ალექსანდრ დუგინის მანქანა ააფეთქეს, რომელშიც მისი შვილი დარია დუგინა იმყოფებოდა. 

29 წლის დარია, ისევე როგორც მამამისი, ჟურნალისტიკით იყო დაკავებული. იგი მართავდა „ტელეგრამის“ არხს, რომელიც ევროპული პოლიტიკის დისკრედიტაციას ეძღვნებოდა. გარდა ამისა, ორივე მათგანი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს მხარს უჭერდა.  

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 მოსკოვში რუსი პროპაგანდისტის შვილი მანქანაში ააფეთქეს

🔴 ალბანეთში ორი რუსი და ერთი უკრაინელი დააკავეს, რომლებიც სამხედრო ქარხანაში შესვლას ცდილობდნენ

🔴 „ნავალნის მოწამვლის შესახებ გაკეთებული განცხადებები დაუსაბუთებელია“ - რუსეთის საელჩო აშშ-ში 

🔴 „უკრაინაში დაუფლებულ უცხოურ სამხედრო აღჭურვილობას ვსწავლობთ და მათი ჩახშობის გზებს ვეძებთ“ - შოიგუ

🔴 ოკუპირებულ ყირიმში კვლავ აფეთქებების ხმა ისმის