მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნატო - რუსული ბირთვული რიტორიკა საშიში და უპასუხისმგებლოა

ნატოს ოთხი ხომალდი ჰელსინკის პორტში შევიდა

კრემლის ლიდერის განცხადებას ბელარუსში ბირთვული იარაღის გადატანასთან დაკავშირებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გამოეხმაურა. 

როგორც ალიანსში აცხადებენ, ნატო ფხიზლად არის და ყურადღებით აკვირდება სიტუაციას. 

ალიანსში ამბობენ, რომ რუსეთის ბირთვულ რიტორიკა საშიში და უპასუხისმგებლოა. 

„ჩვენ ვერ შევამჩნიეთ რაიმე ცვლილება რუსეთის ბირთვულ პოლიტიკაში, რომელიც გვაიძულებს შევცვალოთ ჩვენი პოლიტიკა“, - აცხადებენ ნატოში. 

ცნობისთვის, 25 მარტს კრემლის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს.

ამავე თემაზე: 

✔️ ლიეტუვა ბელარუსში რუსეთის ბირთვული გეგმის გამო სანქციების დაწესებას მოითხოვს

✔️ ჯონ კირბის განცხადებით, აშშ ჯერ ვერ ხედავს რუსული ბირთვული იარაღის ბელარუსში გადატანის ნიშნებს

✔️ მოსკოვი და მინსკი ბელორუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ