უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, ბრიუსელში უკრაინა-ნატოს კომისიის სხდომაზე ის ალიანსში უკრაინის მომავალი წევრობის საკითხს დააყენებს. ამის შესახებ კულებამ ჟურნალისტებს უკრაინა-ნატოს კომისიის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
„ჩვენ გულწრფელად ვულოცავთ ჩვენს ფინელ მეგობრებს ალიანსში გაწევრიანებას. უკრაინა მიზნად ისახავს იმავე მიზნის მიღწევას - გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი. ეს იქნება ჩვენი საუბრის ერთ-ერთი თემა აქ, ბრიუსელში“, - აცხადებს კულება.
მინისტრის თქმით, ნატოს და უკრაინას ერთმანეთს სჭირდებათ.
მისივე განმარტებით, შეხვედრაზე, ასევე, განიხილება სამხედრო დახმარების მიწოდების დაჩქარება.
„ჩვენ, ასევე, განვიხილავთ სტრატეგიულ გეგმებს ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან უკრაინის სტაბილური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა მინისტრმა.
კულებას თქმით, უკრაინის ამბიციაა ზაფხულში ვილნიუსში დაგეგმილ სამიტზე ქვეყანა ალიანსში წევრობის კუთხით რაც შეიძლება შორს წავიდეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
✔️ რუსული ოჯახების შემოსავალი უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე მოთხოვნებს - პუტინი
✔️ პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „ოცნება“ მიზეზს ეძებს, ვის დაჰბრალდეს კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება
✔️ შეერთებულმა შტატებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაცია განახორციელა