მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

როგორ დავიჯერო, თქვენ ევროპული ინტეგრაცია გინდათ და ჭავლით და გაზით უმასპინძლდებით ადამიანებს - კირკიტაძე მმართველ ძალას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე

„ჩვენი პოზიცია არის, რომ საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს სტატუსს და ჩვენ ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. 

„საბოლოოდ დასაცავია ჩვენი ევროპული პერსპექტივა და ამიტომ 9 აპრილს, ისე როგორც არასდროს, ჩვენ უნდა გამოვიდეთ და ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებთ არა მხოლოდ სტატუსს, არამედ ვიმსახურებთ წევრობას ჩვენი ისტორიით, ჩვენი დღევანდელობით და მომავლის ხედვით.

ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად მივაღწევთ, რომ ჩვენი ქვეყანა ვიხილოთ სამშვიდობოზე და სამშვიდობო არის სწორედ ევროკავშირის საბოლოო წევრობა, რომელიც მოიტანს ჩვენი პენსიონერების და ხანდაზმულების ღირსეულ სიბერეს, ჩვენი ახალგაზრდებისთვის განვითარების არნახულ საშუალებებს და შეაჩერებს იმას, რასაც თქვენ უკეთებთ ამ ქვეყანას, ცლით ქართველი მოქალაქეებისგან, ცდილობთ მოსახლეობას დაუკარგოთ საკუთარი ქვეყნის მომავლის რწმენა და აიძულოთ ისინი დატოვონ ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

მისი თქმით, არაევროპულია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ განსხვავებული აზრი მიუღებელია.

„როგორ დავიჯერო, თქვენ ევროპული ინტეგრაცია გინდათ და ჭავლით და გაზით უმასპინძლდებით ადამიანებს, რომლებიც ევროპული დროშებით არიან გამოსული ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად.

იმისათვის, რომ მოქალაქეებს დასავლეთ საქართველოდან არ მისცეთ საშუალება თავიანთი აზრი გამოხატონ, გადაკეტეთ რიკოთის უღელტეხილი და ცდილობთ ხელი შეუშალოთ ადამიანების თბილისში ჩამოსვლას“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ:

✔️  პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „ოცნება“ მიზეზს ეძებს, ვის დაჰბრალდეს კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება

✔️ სალომე სამადაშვილი - ევროკავშირში ჩვენს ქვეყანას უამრავი მეგობარი ჰყავს, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ გადარჩეს ამ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა

✔️ შეერთებულმა შტატებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაცია განახორციელა

✔️ უკრაინამ შეერთებული შტატების არჩევნებზე ფოკუსირება უნდა შეწყვიტოს - მაიკ პომპეო

✔️ მაიკ პომპეო მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატები უკრაინას საკმარისად არ უჭერს მხარს