მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომი რვა წელია გრძელდება, ჩვენ გავძლიერდით ამდენივეჯერ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, მარიუპოლში ჩავიდა და სამხედროებსა და სამართალდამცველებს უკრაინის ერთიანობის დღე მიულოცა. ზელენსკი სიტყვით წარდგა და აღნიშნა, რომ უკრაინას თარიღების არ ეშინია. მისი თქმით, რუსეთი 8 წელია უკრაინას ეომება, თუმცა უკრაინამ ამდენჯერვე გაძლიერდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი მარიუპოლში სამხედროებსა და სამართალდამველებს შეხვდა, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას იცავენ.

"თქვენ ნამდვილი გმირები ხართ! ძვირფასო ელჩებო, დიპლომატებო, საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებო, რომლებიც დღეს ჩვენთან რჩებით უკრაინის მიწაზე, ჩვენს საზღვრებთან არსებული ვითარების მიუხედავად, თქვენ ნამდვილი მეგობრები ხართ! ძვირფასო ჯარისკაცებო, ვინც ახლა ზეციდან გვიყურებთ, რადგან თქვენ სიცოცხლე გაწირეთ სამშობლოსთვის, თქვენ ჩვენთან ხართ, თქვენ ნამდვილი ლეგენდები ხართ! ძვირფასო ექიმებო, მოხალისეებო, რომლებიც მკურნალობენ, ეხმარებიან და ლოცულობენ ჩვენი ჯარისკაცებისთვის! ძვირფასო ჟურნალისტებო, რომლებმაც არ გაავრცელეთ პანიკა, ძვირფასო მოქალაქეებო, რომლებმაც ცივი გონება შეინარჩუნეთ, ძვირფასო პოლიტიკოსებო,რომლებიც ეროვნული უსაფრთხოებისთვის გახდით სახელმწიფო მოღვაწეები და არა გაქცეულები. ძვირფასო დიდებულო უკრაინელ ხალხო! გილოცავთ ყველას დღესასწაულს - ერთიანობის დღეს! მადლობელი ვარ ყველას, ვინც იცავს სამშობლოს, ვინც დგას და იცავს მას! ვინც არის ფიცის ერთგული და უკრაინის ერთგული.

ჩვენ არ გვეშინია არავითარი პროგნოზის, არ გვეშინია არც ერთი ხალხის, არც მტრის, არც თარიღების გვეშინია, რადგან თავს დავიცავთ 16, 17 თებერვალს, მარტსა და აპრილს, სექტემბერსა და დეკემბერს - დღეები და თვეები არ არის მნიშვნელოვანი. წელი მნიშვნელოვანია: ეს არის 2022 და არა 2014. ეს არის მნიშვნელოვანი განსხვავება. ომი რვა წელია გრძელდება. ჩვენ გავძლიერდით ამდენივეჯერ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამავე თემაზე:

📎 ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს მადლობას ქართულად უხდის

📎 აპირებს თუ არა რუსეთი უკრაინაში შეჭრას და რა სურს პუტინს?

📎 „ჩვენ არ ვართ თქვენი მტერი“ - ბაიდენი რუსეთის მოქალაქეებს (ვიდეო)

📎 „უკრაინაზე რუსეთის შეტევა ჯერ კიდევ შესაძლებელია“ - ჯო ბაიდენი

📎 ენტონი ბლინკენმა და სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს

📎 „რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება პოლიტიკური კატასტროფაა“ - ოლაფ შოლცი

📎 „აშშ-მა უნდა გადაამოწმოს რუსეთის მხრიდან დეესკალაციის პოტენციური ნაბიჯის შესახებ განცხადებები“ - აშშ-ის ელჩი ნატოში