მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფინეთი შვედეთისგან დამოუკიდებლად ნატოში გაწევრიანებას არ გამორიცხავს

ფინეთისა და შვედეთის დროშა

ფინეთი აღარ გამორიცხავს, ​​რომ ნატოში გაწევრიანება შვედეთისგან დამოუკიდებლად დასრულდეს, რადგან სტოკჰოლმსა და ანკარას შორის დაძაბულობა სულ უფრო და უფრო ღრმავდება. ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ განაცხადა. 

მან აღნიშნა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით საუკეთესო ვარიანტია ფინეთი და შვედეთი ერთად შეუერთდნენ ალიანსს. 

ამავდროულად, მან აღიარა, რომ ჰელსინკიმ შესაძლოა, გაწევრიანების პროცესის ცალკე დასრულებაზე იფიქროს, თუ შვედეთის გაწევრიანების რატიფიკაცია დიდხანს გაჭიანურდება.

როგორც ცნობილია, მხოლოდ ორ ქვეყანას - უნგრეთსა და თურქეთს ჯერ არ აქვს რატიფიცირებული ფინეთისა და შვედეთის განაცხადები.

შვედეთში ანტითურქული ქმედებების გამო ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. სტოლკჰოლმში აქციაზე ყურანი საჯაროდ დაწვეს, რასაც თურქეთის მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

➖  გერასიმოვის განცხადებით, ნატოს გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს

➖  სოფო ლილუაშვილი - ელჩად დავდივარ, რომ დავამტკიცო სიმართლე, რომლისთვისაც ყველა გაერთიანებულები ვართ

➖  გია ჯაფარიძე: სკოლებში მშობელთა კრებები ვერ ტარდება, რადგან მშობლები უცხოეთში არიან, ეს უნდა დავასრულოთ საქართველოში

➖ „ფინეთი და შვედეთი მზად არიან ალიანსს შეუერთდნენ“ - შეერთებული შტატების პასუხი ერდოღანს