მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი „გენოციდის“ ტერმინით სპეკულირებს - ექსპერტი

სეპარატისტი დონბასში

„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში მიმდინარე მოვლენებს „გენოციდი“ შემთხვევით არ უწოდა. ამით ის მომავალი აგრესიული ქმედებების გამართლებას ცდილობს“. ამის შესახებ  ISR Chronos-ის ექსპერტმა მაიკლ კუდრიავცევმა განაცხადა. ინფორმაციას  sprotyv.info ავრცელებს.

„გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოსკოვში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ყოფილ იუგოსლავიაში მიმდინარე ომის შემდეგ ევროპაში სამხედრო კონფლიქტი აღარ ყოფილა. პუტინისა და კრემლისთვის კოსოვოს მოსახლეობის გენოციდი უბრალოდ ფეიკია. როგორც რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, აშშ-მა ყოფილ იუგოსლავიაში მიმდინარე კონფლიქტი სამხედრო ოპერაციისთვის გამოიყენა, რასაც შემდეგ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება მოჰყვა. რუსეთმა კი ეს პრეცედენტი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის გამოიყენა. პუტინის ლოგიკიდან გამომდინარე, თუ ვაშინგტონი კოსოვოს აღიარებს, მაშინ რატომ არ შეიძლება ასეთივე რამის გაკეთება დონბასთან დაკავშირებით. ამით კრემლმა პოლიტიკოსებსა და სპეცსამსახურებს სიგნალი მისცა, რომლის შემდეგ ისინი დიპლომატიურ-საინფორმაციო ფრონტზე შეტევაზე გადავიდნენ“, - წერს ექსპერტი.

მისი თქმით, გენოციდის თემატიკით მოსკოვში მას შემდეგ დაინტერესდნენ და ამით სპეკულირება დაიწყეს, რაც უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა, რათა მან რუსეთის სახელმწიფო დუმის ინიციატივა დაგმოს, რომელმაც პუტინს დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ აღიარების ინიციატივით მიმართა.  

„რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მაშინვე შეთითხნა სისხლის სამართლის საქმე დონბასში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე, ასევე, შეიარაღებული კონფლიქტის დროს უკრაინის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით აკრძალული საშუალებების გამოყენების საკითხზე. ე.წ. გამომძიებლები დონბასის მშვიდობიანი მოქალაქეების მასიურ სამარხებზე საუბრობენ. ამასთანავე არაფერს ამბობენ იმაზე, რომ დაღუპულთა შორის უკრაინის დამცველებიც არიან, რომლებიც პრორუსმა „ბოევიკებმა“ და დაქირავებულებმა დახვრიტეს. 

შესაბამისად რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საკუთარი საქმიანობა არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ ჭრილში აჩვენა. რატომ აღძრეს საქმე ახლა? და რატომ აღძრა საგამოძიებო კომიტეტმა საქმე დონბასში მიმდინარე მოვლენებზე, რომელიც იურიდიულად რუსეთის ფედერაციას არ ეკუთვნის. ასეთივე წარმატებით შესაძლებელი იქნებოდა რუანდაში ტუტსის ტომების წინააღმდეგ გენოციდის საქმეზე საქმის აღძვრა.

კრემლის გენოციდური დემაგოგია ძალზე სპონტანურია და ცუდად მომზადებული ჩანს. უკრაინის სახის „გასაშავებლად“ რუსეთის სპეცსამსახურების ინიციატივით ძალზე საეჭვო პერსონა მიიწვიეს - ეს არის პროკრემლისტური პროპაგანდისტი ტატიანა მონტიანი, რომელიც „უფლებადამცველის“ სახელს არის ამოფარებული. 

მას დონბასთან არანაირი შეხება არ აქვს და ამ საკითხში მრავალი წლის განმავლობაში „დამტირებლის“ როლს ასრულებს. ამიტომ კრემლის კურატორებმა გაეროს უშიშროების საბჭოზე ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის წარმომადგეწლად მისი გასაღება გადაწყვიტეს. დაგეგმილია კიდევ ერთი ფარსი, რათა მოსკოვის მხრიდან აგრესიის გამართლება მოხდეს“- წერს კუდრიავცევი. 

„დონბასში გენოციდის თემატიკა უფრო ფართომასშტაბიანი საიონფორმაციო-ფსიქოლოგიური სპეცოპერაციის ნაწილია. მასში რუსეთია სხვა სატელიტებიც არიან ჩართულები. ასე მაგალითად, ბელარუსის „სისტემური უფლებადამცველი ცენტრის“ სახელით გაეროს უკვე მიმართა ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე ახლო აღმოსავლეთელი მიგრანტების „გენოციდის“ ფაქტებზე. თვითაღიარებული პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო კი ამბობს, რომ მას დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ აღიარება არ გამორიცხა, რაც, მისი თქმით, რუსეთთან ერთობლივი და ურთიერთსასარგებლო იქნება.

დონბასის პრობლემებით სპეკულირებით პუტინის რეჟიმი კიევზე ზეწოლას ცდილობს, რათა მან მინსკის შეთანხმებები შეასრულოს ისე, როგორც ეს მოსკოვს ესმის.  პარალელურად კი კრემლი ამ „რესპუბლიკების“ აღიარებისთვის ნიადაგს ამზადებს და აპელირებას ახდენს აშშ-ის ანალოგიურ ქმედებებზე, როდესაც ვაშინგტონმა კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა.

ამასთანავე ეს თამაში პუტინს ცუდად შემოუბრუნდება. „ფეიკ-გენოციდის“ თემას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს წარმატების შანსი, თუ ის რუსეთის შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი. დანარჩენ მსოფლიოში კი რუსეთის საინფორმაციო სპეცოპერაციები არავისზე შთაბეჭდილებას აღარ ახდენს“, - წერს  მაიკლ კუდრიავცევი. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 

📎 ერთი დღე დონბასში: ოკუპანტებმა „დუმილი“ 60-ჯერ დაარღვიეს, მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები დაზარალდნენ

📎  „რუსეთის მხრიდან არ მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ არის პროვოკაციები, რომ უკრაინას საპასუხო ცეცხლის გახსნა აიძულონ“ - უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი

📎  ლუგანსკის რეგიონში ვითარება დაიძაბა - UNIAN

📎 აპირებს თუ არა რუსეთი უკრაინაში შეჭრას და რა სურს პუტინს?

📎 აშშ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ახალ ვადას ასახელებს

📎 „დეზინფორმაციულ მედიასაშუალებებს ვთხოვ, გამოაქვეყნეთ ჩვენი უკრაინაში შეჭრის გრაფიკი - მინდა შვებულება დავგეგმო“ - მარია ზახაროვა