მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაშინგტონი უშუალოდ არის ჩართული უკრაინის კონფლიქტში - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

„ეს ყველაფერი უდავოდ ადასტურებს, რომ ვაშინგტონი, იმის საპირისპიროდ, რასაც თეთრი სახლი და პენტაგონი ამტკიცებენ, პირდაპირ ჩართულია უკრაინის კონფლიქტში“, - ამის შესახებ რუსეთს თავდაცვის სამინისტრო წერს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მოადგილემ, ვადიმ სიბიცკიმ  Telegraph-თან განაცხადა, რომ უკრაინის მიერ HIMARS-ის სარაკეტო თავდასხმებს ვაშინგტონი ხელმძღვანელობს.

„ბაიდენის ადმინისტრაციაა, ვინც პირდაპირ არის პასუხისმგებელი დონბასსა და სხვა რეგიონებში კიევის მიერ დამტკიცებულ ყველა სარაკეტო თავდასხმაში საცხოვრებელ სივრცეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რამაც გამოიწვია მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი სიკვდილი“, - წერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა გაჩაღდეს“ - ენტონი ბლინკენი

✔️  „1801 წლამდე საქართველო არ არსებობდა, იგი რუსეთის ნაწილი უნდა იყოს“ - მედვედევი

✔️ რუსეთი მთელ ევროპას საფრთხეს უქმნის - ანჯეი დუდა

✔️ „ბრიუსელი ჩვენი ბოსი არ არის“ - ვიქტორ ორბანი