მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი თუ ამ ომიდან გაიგებს, რომ მას უბრალოდ შეუძლია გააგრძელოს, როგორც ეს გააკეთა საქართველოსთან ომის და ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, მაშინ ჩვენ გაცილებით მაღალ ფასს გადავიხდით - იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ომისთვის“, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

„არავინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება ომი. ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ამას შეიძლება წლები დასჭირდეს. ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ უკრაინის მხარდაჭერა. მაშინაც კი, თუ ხარჯები მაღალია, არა მხოლოდ სამხედრო მხარდაჭერისთვის, არამედ ენერგიისა და სურსათის ფასების ზრდის გამო. მაგრამ ეს არ არის შედარება იმ ფასთან, რომლის გადახდაც უკრაინელებს ყოველდღიურად უწევთ მრავალი სიცოცხლისთვის. 

პუტინი თუ ამ ომიდან გაიგებს, რომ მას უბრალოდ შეუძლია გააგრძელოს, როგორც ეს გააკეთა საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ და 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, მაშინ ჩვენ გაცილებით მაღალ ფასს გადავიხდით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „რუსეთი აღარ არის პარტნიორი, ის საფრთხეა ჩვენი უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“ - იენს სტოლტენბერგი

👉 პუტინს არ ესმის დამარცხების გარდაუვალობა, მოემზადეთ ხანგრძლივი ომისთვის - ბორის ჯონსონი

👉 უკრაინა გადაწყვეტს ვის უნდა აპატიოს - რუსი ოპოზიციონერი 

👉„რუსეთი თეთრი და ფუმფულა არ არის და არ გვრცხვენია, ვაჩვენოთ ჩვენი თავი ისეთი, როგორებიც ვართ“ - სერგეი ლავროვი