მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პუტინის „აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“ ევროპის ფარგლებს გარეთაც აქვს შედეგები“ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი

„რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის „აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“ ევროპის ფარგლებს გარეთაც აქვს შედეგები“, - ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ევროპის ჰუმანიტარულ ფორუმზე გამოსვლისას, ფონ დერ ლაიენმა, ასევე, მოუწოდა რუსეთს და თქვა: „რადგან ჰუმანიტარული საჭიროებები უკვე ყველა დროის ნიშნულს გასცდა და უმაღლეს დონეზეა, კრემლის ომი საფრთხეს უქმნის სასურსათო უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში“.

ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკავშირი 2,5 მილიარდ ევროს გამოყოფს, მსოფლიოში სურსათის დეფიციტის მოსაგვარებლად.

„ევროკავშირი, მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული დონორი, კიდევ უფრო აძლიერებს მხარდაჭერას 2.5 მილიარდი ევროთი 2024 წლამდე, რათა დაეხმაროს რეგიონებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ სასურსათო დაუცველობით და ასევე, სპეციალური ზომებით, ევროპული საკვების წარმოების გაზრდის მიზნით“, - დასძინა მან.
     

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📢 კრემლის განცხადებები ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით სახიფათოა - პენტაგონი

📢 უკრაინაში ომის გაგრძელება მორალურად მიუღებელია, პოლიტიკურად გაუმართლებელია და სამხედრო თვალსაზრისით უაზროა - ანტონიო გუტერეში

📢 კიევის მახლობლად, ფრონტის ხაზიდან ამერიკელი ფოტოჟურნალისტი გაუჩინარდა