მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინმა შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს - New York Times

რუსეთის პრეზიდენტი

„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ რუსეთის ფედერაცია ამზადებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ან ამზადებს ასეთ დარტყმას,“ - ამის შესახებ უკრაინული მედია New York Times-ზე დაყრდნობით წერს. 

აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, პუტინს შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი შავ ზღვაზე, ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში ან უკრაინის ტერიტორიაზე. 

ექსპერტების თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი. მისმა მოკავშირეებმა ჩინეთმა და ინდოეთმა ყველაზე მკაცრად გააკრიტიკეს რუსი დიქტატორი ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.

21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბირთვულ იარაღზე საუბრისას განაცხადა, რომ გამოიყენებდა ყველა შესაძლო საშუალებას თუ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობას საფრთხე დაემუქრებოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთის პატრიარქის განცხადებით, უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროები ყველა ცოდვისგან განიწმინდებიან

👉აშშ-ს აქვს მკაფიო სამოქმედო გეგმა, თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს - ბლინკენი

👉 გერმანია უკრაინას ტანკებს არ აძლევს, რადგან არ უნდა ომის მასშტაბების გაფართოების პროვოცირება - ოლაფ შოლცი

👉 იზიუმში კიდევ ორი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს

👉 შესაძლოა, გუშინ ბლეფი იყო, მაგრამ ახლა ეს რეალობად შეიძლება იქცეს - ზელენსკი პუტინის ბირთვულ შანტაჟზე