„კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვში შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უკრაინელმა ლიდერმა უარი თქვა,“ - ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine AFP-ზე დაყრდნობით იტყობინება.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, 18 აგვისტოს შეხვედრაზე პუტინმა ტრამპს მოსკოვში ზელენსკისთან შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა.
ზელენსკის და პუტინის შესაძლო შეხვედრა
როგორც ცნობილია, ტრამპი და პუტინი 15 აგვისტოს ალასკაში შეხვდნენ, ხოლო 18 აგვისტოს ზელენსკი შეერთებულ შტატებში გაფრინდა, სადაც თეთრ სახლში ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებები გამართა.
ამასთან, როგორც უკრაინული მედია წერს, სავარაუდოდ, შესაძლოა, ზელენსკის, ტრამპისა და პუტინის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრა გაიმართოს.
ზელენსკისა და პუტინს შორის შეხვედრის შესაძლო ლოკაციები შეიძლება იყოს ჟენევა ან უნგრეთი. შვეიცარიამ უკვე განაცხადა, რომ მზადაა უმასპინძლოს სამიტს და პუტინს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერისგან იმუნიტეტი მიანიჭოს.