აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება გასაჯაროვდა.
„დონალდ ტრამპმა არაერთხელ და თაღლითურად გააყალბა ნიუ-იორკის სამეწარმეო ჩანაწერები, რათა დაემალა დანაშაულები, რომლებითაც მალავდა საზიანო ინფორმაციას ამომრჩეველთაგან 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. მანჰეტენი არის ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი სამეწარმეო ბაზარი. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ვინმემ თავისი ჩანაწერებით დანაშაულებრივი ქცევის დასაფარად მანიპულირება მოახდინოს“, - განაცხადა პროკურორმა ელვინ ბრეგმა.
„სასამართლოს დოკუმენტებისა და სასამართლოში ჩანაწერებში გაკეთებული განცხადებების თანახმად, 2015 წლის აგვისტოდან 2017 წლის დეკემბრამდე, ტრამპმა მის შესახებ ნეგატიური ინფორმაციის იდენტიფიცირებისთვის, შესაძენად და გასანადგურებლად თანხა გადაიხადა და აღნიშნული გადასახადები დამალა.
ერთ შემთხვევაში, American Media Inc-მა (AMI) Trump Tower-ის ყოფილ კარისკაცს 30 000 დოლარი გადაუხადა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ტრამპის უკანონო შვილის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა.
მეორე შემთხვევაში, AMI-მ ქალს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ტრამპთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა, 150 000 დოლარი გადაუხადა. AMI-მ, რომელმაც მოგვიანებით აღიარა, რომ მისი ქცევა უკანონო იყო, გააკეთა ცრუ ჩანაწერები თავის სამეწარმეო ჩანაწერებში, სადაც აღნიშნული თანხის გადახდის ნამდვილი მიზნების შესახებ საუბარი არ ყოფილა.
სასამართლოს მესამე ინსტანციაში, საპრეზიდენტო საერთო არჩევნებამდე 12 დღით ადრე, ტრამპის გარემოცვამ 130 000 დოლარი გადაურიცხა პორნოვარსკვლავს, რომელთანაც ტრამპს ასევე სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა.
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ტრამპმა სპეციალური მრჩევლის სახელზე სულ 11 ჩეკი გასცა გადასახადების გაყალბების მიზნით. ამ ჩეკებიდან ცხრას ხელი თავად მოაწერა. თითოეული ჩეკი დამუშავებული იყო ტრამპის ორგანიზაციის მიერ და უკანონოდ იყო შენიღბული, როგორც გადახდილი იურიდიული მომსახურებისთვის, რომელიც გაწეული იყო არარსებული ხელშეკრულების შესაბამისად. საერთო ჯამში, ნიუ-იორკის სამეწარმეო ჩანაწერებში გაკეთდა 34 ყალბი ჩანაწერი, რათა დამალულიყო საწყისი ფარული 130 000 დოლარის გადახდა“, - აღნიშნულია ნიუ-იორკის ოლქის პროკურატურის განცხადებაში.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა მანჰეტენის სასამართლო დარბაზი უკვე დატოვა. მან კომენტარი არ გააკეთა და ჟურნალისტების კითხვები უგულებელყო.
ტრამპმა სასამართლო დარბაზში დაახლოებით 57 წუთი გაატარა.
სავარაუდოდ, იგი თავის სახლში, ფლორიდაში დაბრუნდება და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
CNN-ის ინფორმაციით, მორიგი სასამართლო სხდომა 4 დეკემბერს ჩაინიშნა.
ასევე დაგაინტერესებთ:
✔️ ნატოს და უკრაინას ერთმანეთი სჭირდებათ - დმიტრო კულება
✔️ რუსული ოჯახების შემოსავალი უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე მოთხოვნებს - პუტინი
✔️ პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „ოცნება“ მიზეზს ეძებს, ვის დაჰბრალდეს კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება