რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „არამეგობრულ ქვეყნებთან“ ბუნებრივი აირით ვაჭრობის ახალი წესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
„დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც ადგენს რუსული ბუნებრივი აირის „არამეგობრულ სახელმწიფოებთან“ ვაჭრობის შესახებ ახალ წესებს“, - განაცხადა პუტინმა.
პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი გაზს ფაქტობრივად უფასოდ აწვდის.
მისი თქმით, „არამეგობრულ ქვეყნებს“ ბუნებრივი აირის საფასურის გადახდა რუსულ ბანკებში გახსნილ ანგარიშზე მოუწევთ.
„ჩვენ მათ მკაფიო და გამჭვირვალე სქემას ვთავაზობთ. რუსული ბუნებრივი აირის შესაძენად, მათ უნდა გახსნან რუბლის ანგარიშები რუსულ ბანკებში. სწორედ ამ ანგარიშებიდან განხორციელდება გაზის გადახდა. გაზის მიწოდება ხვალიდან დაიწყება“, - განაცხადა პუტინმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ „ერთმორწმუნე“ ქვეყნის მიერ განადგურებული ტაძრები უკრაინაში (ფოტოები)
⭕ „დემოკრატიის ლომი“ - ავსტრალიის პრემიერი ვოლოდიმირ ზელენსკის
⭕ რუსეთ-უკრაინის ომში რატომ არის დონბასი ასეთი მნიშვნელოვანი ? - CNN
⭕ „ვაგნერის ჯგუფი“ უკრაინის ომზე შედეგს მოახდენს - ჯერემი ფლემინგი
⭕ „ჩემი აზრით, ზელენსკი უბრალოდ დასასჯელია“ - ირმა ინაშვილი
⭕ ლავროვი: ავღანეთის ახალი ხელისუფლება, აშშ-ის ზეწოლის მიუხედავად, სახელმწიფოს ინარჩუნებს
⭕ უახლოეს დღეებში კიევის გარეუბანში სასტიკი ბრძოლები გაიმართება - ბრიტანული დაზვერვა