მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუმინეთში ამერიკული სამხედრო უპილოტო თვითმფრინავი ჩამოვარდა

რუმინეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

რუმინეთში ამერიკული სამხედრო უპილოტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. 

ამავე ინფორმაციით, უპილოტო თვითმფრინავი MQ-9 Reaper ავიაბაზასთან ჩამოვარდა. 

რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ვასილ დინჩუმ განაცხადა, რომ თვითმფრინავი საწვრთნელ მისიას ასრულებდა.

„მსხვერპლი არ მოჰყოლია. ის ტრიალ მინდორზე ჩამოვარდა. ჩვენ და ამერიკელები საწვრთნელ მისიას ერთად ვატარებთ“, - აღნიშნა მინისტრმა. 

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავარიის მიზეზებს ჯერჯერობით ვერ ასახელებს, თუმცა ყველაზე ხშირად მიზეზი ტექნიკური პრობლემებია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

🔴  ვინიცაზე სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

🔴  უკრაინა უკვე 9 მლნ-მა ადამიანმა დატოვა  

🔴 „ომი წლების ან თვეების განმავლობაში გაგრძელდება“ - საომარი მოქმედებების დასრულების სამი სცენარი