მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

რუსეთი ქერჩის ხიდის აფეთქებას გეგმავს - InformNapalm

ქერჩის ხიდი

უკრაინულმა სადაზვერვო საზოგადოებამ InformNapalm-მა მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთი საკუთარ სტრატეგიულ ობიექტებზე დივერსიებს გეგმავს, რაშიც შემდეგ უკრაინულ მხარეს დაადანაშაულებს. ამის შესახებ rubryka.com იუწყება. 

ერთ-ერთ ასეთ ობიექტებს შორის ქერჩის ხიდი სახელდება, რომელიც რუსეთს ოკუპირებულ ყირიმთან აკავშირებს. შესაბამისი ინფორმაცია ფეისბუკის მეშვეობით InformNapalm-ის ხელმძღვანელმა რომან ბურკომ გაავრცელა.

„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსეთი საიდუმლოდ ატარებს წყალქვეშა სამუშაოებს ქერჩის სრუტეში. ჩვენ ოკუპირებული ყირიმიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაცია Casus belli-ს ამზადებს (მიზეზი ომისთვის; სამხედრო ინციდენტი), რათა შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია გაამართლოს. რუსეთის სპეცსამსახურები „სხვისი დროშით“ საკუთარი სტრატეგიული ობიექტების წინააღმდეგ დივერსიებს ამზადებენ, მათ შორისაა ყირიმის (ქერჩის) ხიდიც“, - წერს ბურკო. 

InformNapalm-ის ხელმძღვანელის ცნობით, ეს ინფორმაცია  დაშინების მორიგი მცდელობა შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ეს მონაცემები სხვადასხვა წყაროებიდან არის მიღებული. 

ქერჩის ხიდთან წყალქვეშა სამუშაოები სრული საიდუმლოების პირობებში, რადიო კავშირის გამოყენების გარეშე მიმდინარეობს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თებერვლის დასაწყისში რუსეთმა სევასტოპოლში მდებარე ბაზაზე უპილოტო მცურავი აპარატი გამოცადა, რომლის დანიშნულება უცნობია. ამ ცენტრში სპეციალური ოპერაციებისთვის საბრძოლო მყვინთავების მომზადება მიმდინარეობს, რომლებიც ხომალდების და სანაპირო ინფრასტრუქტურის განადგურებაში ემზადებიან. 

ბურკოს განცხადებით, ეს ინფორმაცია რუსულ მედიაში უკრაინის წინააღმდეგ ძლიერი პიარ კამპანიის პარალელურად მიმდინარეობს. ის ვარაუდობს, რომ პროვოკაციის და დივერსიის მოსაწყობად რუსეთის ხელისუფლებას პოლიტიკური გადაწყვეტილებაა აუცილებელი და რუსი დივერსანტები სრულ მზადყოფნაში არიან.

იხილეთ აგრეთვე:

🔴  რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 8-ჯერ დაარღვიეს - აღმოსავლეთ უკრაინაში შეტაკებები განახლდა

🔴  „არ გვსურდა კრემლის ხელში მაკრონის დნმ აღმოჩენილიყო“ - რატომ ისხდნენ საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტები დისტანციაზე

🔴  „დღეს ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალა და იარაღი იმისათვის, რომ  დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

🔴  ბაიდენი: ამერიკელებმა ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა, საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან

🔴  „თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, პუტინი მოსკოვში ტომრებში მოთავსებულ გვამებს მიიღებს“ - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე