მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი მთელ ევროპას საფრთხეს უქმნის - ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტი

„უკრაინის გმირული წინააღმდეგობა რომ არა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები საფრთხის ქვეშ იქნებოდნენ“, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს უკრაინა იცავს პოლონეთსაც და დანარჩენ ევროპას გერმანიის ჩათვლით.

ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთი საფრთხეს მთელ ევროპას უქმნის.

„თუ უკრაინის გმირული წინააღმდეგობა ვერ შეაჩერებს პუტინის იმპერიალისტურ გეგმებს, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები იქნებიან რუსეთის გავლენის სფეროს შემდგომი გაფართოების პირდაპირი საფრთხის ქვეშ. დიდი რუსეთის შესახებ იდეები სხვა ხალხების დამორჩილებას ნიშნავს და ეს არ არის მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის იდეები, ამით რუსული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია გაჟღენთილი.

უკრაინის წყალობით, ეს საფრთხე ახლა კონტროლის ქვეშაა, მაგრამ ვფიქრობ, მომავალში, სამწუხაროდ, ეს საფრთხე აქტუალური გახდება. ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებაა. უკრაინა გვიჩვენებს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს კარგი იარაღით“, - აცხადებს  პოლონეთის პრეზიდენტი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა გაჩაღდეს“ - ენტონი ბლინკენი

✔️  „1801 წლამდე საქართველო არ არსებობდა, იგი რუსეთის ნაწილი უნდა იყოს“ - მედვედევი

✔️ უკრაინული ძალები იზიუმის მიმართულებით სავარაუდოდ, კონტრშეტევის დაწყებას შეძლებენ - ISW

✔️ „ბრიუსელი ჩვენი ბოსი არ არის“ - ვიქტორ ორბანი