უცხოეთი

რუსეთი რუმინეთიდან და ბულგარეთიდან ნატოს ძალების გაყვანას ითხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
1642759907
დაკოპირებულია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუმინეთიდან და ბულგარეთიდან ნატოს ძალების გაყვანას ითხოვს, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

მოსკოვმა ნატოსგან იურიდიულად სავალდებულო გარანტიები მოითხოვა, რომ ბლოკი გაფართოებას შეაჩერებს და 1997 წლის საზღვრებს დაუბრუნდება.

სამინისტროს განცხადებით, რუსეთს სურს, რომ რუმინეთიდან და ბულგარეთიდან ყველა უცხოური ჯარის, იარაღისა და სხვა სამხედრო ტექნიკის გაყვანა განხორციელდეს.

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს.

19 იანვარს რუსეთის დუმის დეპუტატებმა ვლადიმერ პუტინს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლად აღიარება სთხოვეს.

მოგვიანებით, 20 იანვარს ესპანეთმა შავ ზღვაში საბრძოლო ხომალდები გაგზავნა, გარდა ამისა ესპანეთმა ბულგარეთში სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნასაც დააანონსა. 

იხილეთ აგრეთვე:

👉 პუტინი საწოლის რომელ მხარეს გაიღვიძებს, იმაზეა დამოკიდებული უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გადაწყვეტილება - ბაიდენი

👉 თუ პუტინის ამომრჩეველი სახლებში კუბოებს მიიღებს, მოსახლეობა ამას არ აპატიებს - ვლადიმერ გოზმანი

👉„თითქოს მზად არ ვართ, თუმცა მარტოც არ ვართ, მსოფლიო მხარს გვიჭერს“ - ზელენსკი უკრაინელ ხალხს მიმართავს