მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში პილოტების დეფიციტის მაღალი რისკი დგას - კომერსანტი

პილოტების შესაძლო დეფიციტი

რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტრო რუსი მფრინავების საზღვარგარეთ გამგზავრებაში დიდ რისკს ხედავს. ახლა პილოტების 13% დაუსაქმებელია სანქციების და შემცირებული ფრენების გამო. ამის შესახებ „კომერსანტი“ რუსული საჰაერო ტრანსპორტის ინდუსტრიის განვითარების ყოვლისმომცველ პროგრამაზე დაყრდნობით იტყობინება. 

აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტრო ყოველთვიურად იღებს თითქმის 70 განცხადებას უცხოური საავიაციო რეგულატორებისგან სპეციალისტის სერტიფიკატის დადასტურების მოთხოვნით.

„ეს გარემოებები მიუთითებს პილოტების დეფიციტის მაღალ რისკზე, რათა მომავალში საჰაერო მიმოსვლის განხორციელების უზრუნველსაყოფად მოხდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

პანდემიის დაწყებამდე რუსი მფრინავები თვეში 500 000 რუბლს იღებდნენ. დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესების გამო შემოსავლები 50-60%-ით შემცირდა. 

გამოკითხული ექსპერტების აზრით, ამჟამად შეუძლებელია სამუშაოს შოვნა ევროკავშირში ან აშშ-ში, ამიტომ პილოტებს დასაქმების ლოკაციებად დსთ-ს ქვეყნები და თურქეთი შეუძლიათ განიხილონ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

👉  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 627-ზე მეტი ბავშვი დაშავდა

👉  ჩრდილოეთ კორეამ წელს მე-14 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

👉 „არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მუქარის, მისი შეჩერება მხოლოდ სასტიკ ძალას შეუძლია“ - ანჯეი დუდა

👉 ევროკავშირი რუსეთის პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს

👉 რუსეთმა დონბასის ჩრდილოეთით 22 ბატალიონი განათავსა - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება