მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსი ოლიგარქები პუტინთან კავშირს უარყოფენ - ქონების შენარჩუნების ახალი ტაქტიკა

რუსი ოლიგარქები

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს და ამით რუსულ ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიადგა, რუსი ოლიგარქები პუტინთან კავშირს უარყოფენ და ამბობენ, რომ დასავლეთის ბრალდებები რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

რუსი მილიარდერები მიხაილ ფრიდმანი და პეტრ ავენი ევროკავშირის მიერ სანქციებს უპირისპირდებიან, რომლებიც, მათი თქმით, „ცრუ და უსაფუძვლოა“. 

„ავენი არის ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი ოლიგარქი“ და  ფრიდმანს „რუსეთის მთავარ ფინანსისტთა დამხმარეს და პუტინის ახლო წრის წარმომადგენელს უწოდებენ“, - განაცხადა ევროკავშირმა.

„მიხაილ ფრიდმანი და პეტრ ავენი გაოგნებულები არიან ევროკავშირის რეგულაციებში შეტანილი მიზანმიმართული ცრუ განცხადებებით, რომლებიც შექმნილია იმ საფუძვლის გასამართლებლად, რის საფუძველზეც ისინი სანქციებს დაექვემდებარნენ“, - აცხადებენ რუსი ბიზნესმენები.

ამ ყველაფრის საპასუხოდ, ავენმა თქვა, რომ არასწორი იყო ევროკავშირის მიერ იმის თქმა, რომ ის იყო „როსნეფტის“ აღმასრულებელი დირექტორის იგორ სეჩინის „განსაკუთრებით ახლო პირადი მეგობარი“. ფრიდმანმა კი თქვა, რომ ინფორმაცია, მისი ძლიერი კავშირების შესახებ პუტინის ადმინისტრაციასთან, სიმართლეს არ შეესაბამება.

ორივემ განაცხადა, რომ არასწორია იმის მტკიცება, რომ ისინი იყვნენ „რუსეთის მთავრობის არაოფიციალური ელჩები“ ან, რომ ისინი მხარს უჭერდნენ, ან სარგებელს იღებენ რუსი პირებისგან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინის დესტაბილიზაციაზე.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით.

პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

უკრაინის საზღვრის მთელ პერიმეტრზე დილიდან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

ზემოხსენებული ფაქტებიდან გამომდინარე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირთან ერთად რუსეთს სანქციები დაუწესეს, რომელმაც სერიოზული ზიანი მიაყენა რუსეთის ეკონომიკასა და რუსი ოლიგარქების ქონებას.

ამავე თემაზე:

👉 ნორვეგია უკრაინას 2 000 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნს გაუგზავნის

👉 „უკრაინელები რუსებს უჩვენებენ განსხვავებას თავისუფალ ადამიანებსა და მონებს შორის“ - რეზნიკოვი

👉 პუტინს შავი ქამარი ჩამოერთვა

👉 „იარაღის ნებაყოფლობით დაყრისთვის რუსი ჯარისკაცები 5 მილიონ რუბლს და სრულ ამნისტიას მიიღებენ“ - რეზნიკოვი

👉 კიევის ოლქში სამშობიაროს რუსული ჭურვი მოხვდა

👉 აშშ-ის სენატში პუტინის ფსიქიკური მდგომარეობის საკითხი განიხილეს

👉 დაბომბვის გამო მარიუპოლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

👉 რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებები და კლუბები სარაგბო ტურნირებზე მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ