მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსულმა სპეცსამსახურებმა შეიძლება, სამოქალაქო კოლონები ჩაცხრილონ, რომლებიც დონბასს ტოვებენ“ - უკრაინის რადას დეპუტატი

ალექსეი გონჩარენკო რადას დეპუტატი

უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო „ტვ პირველის“ ეთერში უკრაინაში მიმდინარე დაძაბულ სიტუაციას გამოეხმაურა. უკრაინელი პოლიტიკოსის განცხადებით, სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია და ამ ყველაფერს თან დეზინფორმაციების გავრცელებაც ერთვის. 

უკრაინის რადას დეპუტატმა დონბასში მიმდინარე სიტუაცია 2008 წელს სამხრეთ ოსეთში მიმდინარე სიტუაციას შეადარა. 

„სიტუაცია არის უკიდურესად დაძაბული, ჩვენ ვხედავთ პროვოკაციების ნაკადს, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტად მწვავდება. ჩვენ ვნახეთ, რომ საოკუპაციო ადმინისტრაციამ გამოაცხადა ევაკუაცია და ქალები და ბავშვები გაჰყავთ, ეს ძალიან ჰგავს სამხრეთ ოსეთში 2008 წელს განვითარებულ მოვლენებს, როდესაც იქაც გამოცხადდა ევაკუაცია.

ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ პროვოკაციები გაგრძელდება. პროვოკაციები შეიძლება განხორციელდეს იმ სამოქალაქო კოლონებზე, რომლებიც ტოვებენ დონბასს. შესაძლოა, ისინი ჩაცხრილონ რუსულმა სპეცსამსახურებმა, რასაც გამოიყენებენ დამატებითი პროვოკაციებისთვის. რუსეთის მხარემ განახორციელა ფორსირებული შეტევა უკრაინის ტერიტორიებზე და მათ შორის მშვიდობიან მოქალაქეებზე. 

ახლა მიმდინარეობს ყალბი ამბების გავრცელებით შეტევა უკრაინის ტერიტორიაზე. ჩვენი დადასტურებული ცნობებით, დონბასიდან მიმდინარეობს ევაკუაცია როსტავის ტერიტორიაზე“, განაცხადა ალექსეი გონჩარენკომ. 

ინფორმაციისთვის, დღეს დონბასში ევაკუაცია გამოცხადდა.

ამავე თემაზე: 

📎 დონეცკის ოლქში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა

📎 კრემლი საქართველოში შემუშავებული სცენარის მიხედვით ამზადებს ლუგანსკისა და დონეცკის აღიარების დასაბუთებას - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

📎 უკრაინაში შეჭრის წინ რუსეთმა შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს - Washington Post