მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დონეცკის ოლქში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა

დენის პუშილინი

ე.წ. დონეცკის რესპუბლიკაში გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ქალები და ბავშვები რუსეთის როსტოვის ოლქში იყვნენ ევაკუირებულები. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება. 

როგორც დონეცკის რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერმა დენის პუშილინმა განაცხადა. მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია რეგიონში დაძაბულობის ზრდის გამო ხდება.

„18 თებერვლიდან ორგანიზებულია მოსახლეობის მასიური, ცენტრალიზებული ევაკუაცია რუსეთის ფედერაციაში. პირველ რიგში მოხდება ქალების, ბავშვების და მოხუცი ადამიანების ევაკუაცია“, - განაცხადა პუშილინმა ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციასთან მიღწეულია შეთანხმება როსტოვის ოლქში მოსახლეობის განთავსების თაობაზე.

შეგახსენებთ, აშშ-ის და ნატოს სპეცსამსახურები იუწყებიან, რომ რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, რომ მას შეიარაღებული ძალები უკრაინის საზღვრიდან გაჰყავს და ბაზებზე აბრუნებს, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის საფრთხე ჯერ არ მოხსნილა. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 

📎 „ჩვენ არ ვადასტურებთ რუსული ჯარების საზღვრებიდან გაყვანას“ - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

📎 უკრაინაში შეჭრის წინ რუსეთმა, შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს - Washington Post

📎 პუტინი „გენოციდის“ ტერმინით სპეკულირებს - ექსპერტი

📎 ერთი დღე დონბასში: ოკუპანტებმა „დუმილი“ 60-ჯერ დაარღვიეს, მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები დაზარალდნენ

📎 „რუსეთის მხრიდან არ მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ არის პროვოკაციები, რომ უკრაინას საპასუხო ცეცხლის გახსნა აიძულონ“ - უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი