მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში შეჭრის წინ რუსეთმა შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს - Washington Post

პუტინმა, შესაძლოა, დონბასში ქიმიური იარაღი გამოიყენოს

აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში შეჭრის საბაბისთვის შეიძლება ქიმიური იარაღი გამოიყენოს და შემდეგ მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა უკრაინულ მხარეს დააბრალოს. ამის შესახებ Washington Post იუწყება. 

ამასთანავე, ვაშინგტონში ვარაუდობენ, რომ ქიმიური შეტევა შეიძლება ამერიკელებსაც დაჰბრალდეს. ის, რომ რუსული სპეცსამსახურები „სხვისი დროშით“ პროვოკაციებს ამზადებენ, ადრეც ვრცელდებოდა.

დასავლეთი დაზვერვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინაში შესაჭრელად მზად არიან და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელოდებიან. ამერიკული სპეცსამსახურების ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ცნობები, თითქოს ის უკრაინის საზღვრიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას ცდილობს, ტაქტიკური ფანდი იყო, რათა აშშ და სხვა ქვეყნები შეცდომაში შეეყვანა.

„ფაქტია, რომ რუსეთი აგრესიისთვის საბაბს ეძებს. მისი აქტივობა უფრო მაღალია, ვიდრე მხოლოდ სამხედრო წვრთნები. საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. ომის საფრთხის ინდიკატორების უდიდესი ნაწილი „წითელი“ ფერისაა“, - წერს Washington Post.

აშშ-ის თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ უკრაინაზე შეტევა შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაიწყოს. აშშ-ის წარმომადგენელი ეუთოში მაიკლ კარპენტერი კი ამბობს, რომ რუსეთმა მინსკის შეთანხმებებით გათვალისწინებული არც ერთი პუნქტი არ შეასრულა. 

თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინას ძალისმიერი გზით ვერ დაამარცხებს და ამიტომ ის სხვა მეთოდებს გამოიყენებს, კერძოდ, საუბარია პროვოკაციებზე, პანიკის შექმნაზე და ქვეყნის ეკონომიკის დანგრევის მცდელობებზე. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 

📎  პუტინი „გენოციდის“ ტერმინით სპეკულირებს - ექსპერტი

📎 ერთი დღე დონბასში: ოკუპანტებმა „დუმილი“ 60-ჯერ დაარღვიეს, მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები დაზარალდნენ

📎  „რუსეთის მხრიდან არ მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ არის პროვოკაციები, რომ უკრაინას საპასუხო ცეცხლის გახსნა აიძულონ“ - უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი

📎  ლუგანსკის რეგიონში ვითარება დაიძაბა - UNIAN

📎 აპირებს თუ არა რუსეთი უკრაინაში შეჭრას და რა სურს პუტინს?

📎 აშშ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ახალ ვადას ასახელებს

📎 „დეზინფორმაციულ მედიასაშუალებებს ვთხოვ, გამოაქვეყნეთ ჩვენი უკრაინაში შეჭრის გრაფიკი - მინდა შვებულება დავგეგმო“ - მარია ზახაროვა