მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი შეიძლება საკრალური მსხვერპლი გახდეს - ზატულინი

ზატულინი სააკაშვილზე

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი კონსტანტინე ზატულინი აცხადებს, რომ სააკაშვილი თავისი არაპროგნოზირებადი ხასიათის გამო ძალიან ბევრ ადამიანს პრობლემებს უქმნის, მათ შორის, ამათაც, ვინც მას ადრე მხარს უჭერდა.  ამის შესახებ ზატულინმა ტელეარხის „როსიას“ ეთერში  გადაცემა „60 წუთში“ განაცხადა. 

„სააკაშვილი როგორც პერსონაჟი, როგორც ამბების შემქმნელი, უკვე საჭირო აღარ არის. აი, რას შეიძლება წარმოადგენდეს სააკაშვილი მომავალში, ის შეიძლება გახდეს საკრალური მსხვერპლი. და ამ მსხვერპლით შემდეგ მანიპულირება იქნება შესაძლებელი, შექმნიან სააკაშვილის ხსოვნის ორგანიზაციებს და ა.შ. თვითონ სააკაშვილი კი თავისი არაპროგნოზირებადი ხასიათის, ავანტიურიზმის გამო პრობლემებს ქმნის, მათ შორის იმათაც უქმნის პრობლემებს, ვინც მას თავის დროზე აქტიურად უჭერდა მხარს და მას იყენებდა. ის პრობლემური ადამიანია, მათ შორის თავისი მფარველებისთვის. ამიტომ სააკაშვილის გამოყენება კი, დღესაც უნდათ, მაგრამ მისი დღის წესრიგით მოქმედება აღარ სურთ. სხვათა შორის, რუსეთიც მთელ რიგ საკითხებში ასე უნდა იქცეოდეს“, - ამბობს ზატულინი.

ამავე გადაცემაში უკრაინელი პოლიტოლოგი ალექსანდრე სემჩენკო ამბობს, რომ მას არ ესმის რანაირად შიმშილობს სააკაშვილი და ასე კარგად გამოიყურება.

„მე სააკაშვილის მუცელი დავინახე და ვერ გავიგე ის როდის შიმშილობდა. 40 დღეში 20 კილოგრამი დაიკლო, მართლა? ანუ ეს მისთვის სასარგებლო იქნება მხოლოდ. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ცირკში უკრაინაც მონაწილეობს. ანუ სააკაშვილის დედა ჩავიდა უკრაინაში, იქ პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა. მათ ერთად ხელი მოაწერეს რაღაცა მოწოდებებს, არადა უკრაინაში 6 000 პოლიტიკური პატიმარია ციხეში, ზოგიერთს სოციალურ ქსელში ლაიქის გამო რეალური სასჯელი მიუსაჯეს“, - ამბობს ექსპერტი.

ამავე თემაზე:

⭕ „გამოსავალი შიმშილობის შეწყვეტაში, ან სააკაშვილის ექსტრადირებაშია“ - ანდრიუს კუბილიუსი

მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს, გაითვალისწინოს მისი ექიმების რეკომენდაცია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, რომელიც ექიმების თქმით, მას ესაჭიროება - კელი დეგნანი

„სააკაშვილის მიმართ განხორციელებული ქმედებები უთანაბრდება წამების გარკვეულ ხარისხს“ - კახა გოგოლაშვილი

„სააკაშვილმა მშვენივრად იცოდა, რომ დააკავებდნენ, მაგრამ არჩევნებისთვის მომხრეების მობილიზება სურდა“ - უკრაინელი ექსპერტი