მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის მიმართ განხორციელებული ქმედებები უთანაბრდება წამების გარკვეულ ხარისხს“ - კახა გოგოლაშვილი

„რონდელის ფონდის“ ხელმძღვანელი, მკვლევარი კახა გოგოლაშვილი Pia.ge

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი PIA.GE-სთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სააკაშვილის მიმართ განხორციელებული ქმედებები ეწინააღმდგება საერთაშორისო ევროპულ კონვენციებს და უთანაბრდება წამების გარკვეულ ხარისხს.

ამასთან, კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ შესაძლებელია უკრაინამ მოითხოვოს მისი ექსტრადირება და დასძენს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის ნიშნები არის.

„გროვდება გარკვეული ფაქტები, რომლებიც ეწინააღმდგება საერთაშორისო ევროპულ კონვენციებს და ამიტომ მიხეილ სააკაშვილის ლეგალურად დახსნის შესაძლებლობა იქმნება, იმ მხარის მიერ ვისი მოქალაქეც არის. ერთი ეს არის კადრების გასაჯაროება, როდესაც ის ექიმებთან ზის და იღებს მათ მიერ დანიშნულ წამლებს, ეს ევროპის საბჭოს კონვენციის დარღვევაა.

რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს ეტაპირების უფლება ერთი ციხიდან მეორეში. პატიმრებს ინფორმაცია ჰქონდათ წინასწარ იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი გადადიოდა გლდანის ციხეში, სწორედ ამიტომ მოხდა პროვოკაციული დახვედრა.

ეს ყველაფერი, ასევე, არის გარღვევა და უთანაბრდება წამების გარკვეულ ხარისხს. ეს ფაქტები, რაც გროვდება, საბოლოო ჯამში შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ ექსტრადაციის გადაწყვეტილება მიიღონ. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლოში რომ წავიდეს სარჩელი, შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის გარკვეული სამართალდარღვევები, რის გამოც შეიძლება მის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდეს, ასეთ შემთხვევაში უკრაინა მოითხოვს ექსტრადირებას.

შეიძლება საბოლოო ჯამში ამითაც დამთავრდეს, უბრალოდ ეს შეიძლება დროში გაიწელოს. ქვეყანაში დესტაბილიზაციის ნიშნები არის, რა თქმა უნდა, და სულ უფრო იზრდება რისკები მისი სიცოცხლის, თუ აქამდე სრული შიმშილობა არ ჰქონდა გამოცხადებული და რაღაც დანამატებს იღებდა, ახალა უკვე ის სრულ შიმშილობაზეა და ამიტომ ნებისმიერ დროს შეიძლება ფატალური შედეგი დადგეს - ეს ნამდვილად დესტაბილიზაციის დიდი საფრთხეა ჩვენთვის“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

როგორც მან საუბრისას აღნიშნა, სანქციები ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის, თუმცა, თუ სანქციები დაწესდა, ის მხოლოდ პერსონალური იქნება.

მისი თქმით, პერსონალური სანქციები უფრო მეტად არის მოსალოდნელი.

„სანქციების დაწესება ასე მარტივად არ ხდება, გააჩნია როგორ პოზიციას დაიჭერს ევროპული სასამართლო ამ საკითხთან მიმართებით. თუ იქნება ხისტი დასკვნები ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოში, არ არის გამორიცხული, რომ დაწესდეს რაიმე სახის სანქციები, თუმცა, უფრო მეტად იქნება პერსონალური სანქციები იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებდნენ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით“, - აღნიშნავს გოგოლაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის 39-ე დღეს კრიტიკულად დამძიმდა.

8 ნოემბერს, პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სააკაშვილი გლდანის N18 ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე:

✔️ „სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა, აღსარება ჩააბარა და მიიღო წმინდა ზიარება“ - მეუფე ნიკოლოზი

✔️ „თქვენ გგონიათ, ის ადამიანები ვართ, ყოფილი პრეზიდენტის ან რომელიმე ადამიანის ციხეში შიმშილი რომ უხარია?“ - ქადაგიშვილი

✔️ „მანდატები სააკაშვილის მოსანახულებლად და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად გვჭირდება“ - ხატია დეკანოიძე

✔️ „მდგომარეობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გონებას დაკარგავს, ძალიან ახლოვდება და მალე მისი სიცოცხლისთვის მოგვიწევს ბრძოლა“ - ადვოკატი