მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გამოსავალი შიმშილობის შეწყვეტაში, ან სააკაშვილის ექსტრადირებაშია“ - ანდრიუს კუბილიუსი

ანდრიუს კუბილიუსი

„ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი მიხეილ სააკაშვილს, შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წვერმა ვებინარზე განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი გამოსავალი  მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციაა. 

„ყოფილ პრეზიდენტს სააკაშვილს მოვუწოდებ შეწყვიტოს შიმშილობა, ჯანმრთელობა მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა რამე. მოვუწოდებ ოპოზიციას ღრმად ჩაიხედონ თავიანთ სტრატეგიაში, მათ უნდა გაიაზრონ ხალხის გული როგორ მოიგონ. ვაღიაროთ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ისინი წარმატებულები არ იყვნენ. ვფიქრობ, რომ გამოსავალი შიმშილობის შეწყვეტაში ან მის ექსტრადირებაშია“, - აღნიშნა ანდრიუს კუბილიუსმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 10 ნოემბრიდან ყოველდღიურად რამდენიმე ადგილზე საპროტესტო აქციებს გეგმავს.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

8 ნოემბერს, პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სააკაშვილი გლდანის N18 ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ჩვენი მოწოდებაა მთავრობამ უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში“ - აშშ-ის ელჩი

👉 „ევროკავშირში გაწევრიანებისგან ახლა უფრო შორს ხართ, ვიდრე ოდესმე“ - ვიოლა ფონ კრამონი

👉 „მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მისი გადაყვანა უკრაინის ხელისუფლებისთვის უნდა შეეთანხმებინათ“ - ლიზა იასკო

👉 „სააკაშვილის უფლებების დაცვა და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“ - კარლ ჰარცელი

👉 „სააკაშვილის მიმართ განხორციელებული ქმედებები უთანაბრდება წამების გარკვეულ ხარისხს“ - კახა გოგოლაშვილი

👉 „ხელისუფლებამ სააკაშვილის გადაყვანით ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, საშიშია ამ თამაშით თამაში“ - იაგო ხვიჩია