მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სერგეი შოიგუს ინფარქტი დაემართა - ანტონ გერაშჩენკო

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო ტელეგრამზე წერს, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს ინფარქტი დაემართა. 

მისივე ინფორმაციით, შოიგუ რეაბილიტაციის კურსს მთავარ სამხედრო განყოფილებაში გადის. 

„შოიგუს ინფარქტი დაემართა. სწორედ ამიტომ არ გამოჩენილა ის მარტის შუა რიცხვებიდან საზოგადოებაში. შოიგუს გულის შეტევა უკრაინაში შეჭრის სრული წარუმატებლობისა და პუტინის მკაცრი შენიშვნის შემდეგ დაემართა. ახლა ის რეაბილიტაციის კურსს მთავარ სამხედრო განყოფილებაში გადის“, - აცხადებს გერაშჩენკო. 

შეგახსენებთ, 23 მარტს რუსმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს გაუჩინარებაზე გაამახვილეს ყურადღება. ისინი ეჭვობდნენ, რომ მას გულის დაავადება ჰქონდა. 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა შოიგუს ამ გაუჩინარებას „საინტერესო“ უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ საინფორმაციო სივრციდან ოკუპანტი ქვეყნის კიდევ რამდენიმე საკვანძო პოლიტიკური ფიგურა გაქრა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრს „ახლა ბევრი საზრუნავი აქვს“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📢 განადგურებულია 170 ოკუპანტი, 8 ტანკი და 17 ჯავშანტექნიკა - უკრაინის გენშტაბი

📢 კიევში ოკუპანტების დივერსიული ჯგუფები გააქტიურდნენ

📢 ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს სასწრაფოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან

📢 „ოპერაცია გაგრძელდება მანამდე, ვიდრე უზენაესი მეთაურის დასახული მიზნები სრულად არ შესრულდება“ - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

📢 რუსეთმა ხერსონზე კონტროლი დაკარგა - The New York Times

📢 „უკრაინის ერთადერთი სახელმწიფო ენა არის და იქნება უკრაინული“ - კულება ერდოღანის განცხადებაზე

📢 „ბელარუსებისთვის ომი გენეტიკურ დონეზე მიუღებელია“ - ლუკაშენკო

📢 პუტინი მარტო დარჩა - ლავროვი დისტანცირებას ცდილობს - უკრაინელი სამხედრო ექსპერტი