მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

შვეიცარია პუტინს ჰააგის სასამართლოს ორდერისგან იმუნიტეტს ჰპირდება

შვეიცარიის საგარეო საქმეთა ინიაციო კასისი

შვეიცარია რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერისგან იმუნიტეტს ჰპირდება, თუ კიევი და მოსკოვი შეხვედრის ჩატარებას ამ ქვეყანაში გადაწყვეტენ. ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინიაციო კასისმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

19 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე შვეიცარიელმა მინისტრმა განაცხადა, რომ თუ საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძებნილი პირები შვეიცარიაში სამშვიდობო მოლაპარაკებაზე ჩადიან, ორდერი არ მოქმედებს. ეს პროცედურა შვეიცარიამ 2024 წელს აამოქმედა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზებას ცდილობს. შეხვედრა, სავარაუდოდ, ევროპაში გაიმართება. სააგენტო Reuters საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეხვედრა, შესაძლოა, ბუდაპეშტში გაიმართოს. უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გავიდა და პუტინის დაკავების ორდერს ის არ აღიარებს.