მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ ალასკაზე პუტინის მიწვევა ძალის დემონსტრირება იყო

სკოტ ბესენტი

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ალასკაზე შეხვედრას „ძალის დემონსტრირება“ უწოდა. 

ბესენტი ამბობს, რომ ალასკა პრეზიდენტ ტრამპის მიერ ძალის დემონსტრირება იყო. 

„ალასკა პრეზიდენტ ტრამპის მიერ ძალის დემონსტრირება იყო. მან პრეზიდენტი პუტინი მიიწვია იმ მიწაზე, რომელიც ოდესღაც რუსებს ეკუთვნოდათ. მან აჩვენა უზარმაზარი სამხედრო ტექნიკა და შემდეგ საჰაერო შოუ მოაწყო. ეს იყო შენი ურჩი მეზობლის სახლში მოწვევა და მისთვის იარაღით სავსე სეიფის ჩვენება“, - თქვა ბესენტმა.

ინფორმაციისთვის, 15 აგვისტოს ალასკის ქალაქ ანკორიჯში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.