მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტაივანი ფრენებს აჩერებს, რადგან ჩინეთი სამხედრო წვრთნებს ატარებს - Abcnews

ტაივანი

ტაივანმა ავიაკომპანიის ფრენები იმის გამო გააჩერა, რომ ჩინეთმა ტაივანში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელის ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ რაკეტები ისროლა. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ წერს. 

ამერიკული მედია იტყობინება, რომ ოფიციალურმა პეკინმა ნენსი პელოსის ერთდღიანი ვიზიტის შემდეგ სამხედრო წვრთნების შესახებ განაცხადა. 

პეკინში აცხადებენ, რომ მათი სამხედრო წვრთნები რამდენიმე დღე გაგრძელდება. 

პელოსის ვიზიტამდე კი, ჩინეთმა ერთხელ უკვე აკრძალა ტაივანის საკვები პროდუქტის, მათ შორის თევზის, ხილის იმპორტი. 

ცნობისთვის, ტაივანის გამო აშშ-ჩინეთს შორის ვითარება დაიძაბა.

სიტუაციის გართულება მას შემდეგ მოხდა, რაც ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი.

19 ივლისს პეკინმა განაცხადა, რომ თუ პელოსი ტაივანს ესტუმრება, იგი შესაბამის ზომებს მიიღებს, რადგან ასეთი ვიზიტი „სერიოზულად შელახავს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, აშშ კი აცხადებს, რომ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძული დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

შეერთებული შტატები ჩინეთს თავის მთავარ სტრატეგიულ კონკურენტს უწოდებს და ამბობს, რომ ურთიერთობების სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რათა უნებლიეთ იგი კონფლიქტად არ გადაიქცეს.

29 ივლისს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც სი ძინპინმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“.

1-ელ აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა განაცხადა, რომ „თუ პელოსი ტაივანს ეწვევა, ჩინეთის არმია ჩუმად არ იჯდება“, ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში კი 4 ჩინური ავიაგამანადგურებელი ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა.

2 აგვისტოს ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია. 

ამავე თემაზე: 

✔️ ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტაივანის სრუტის აღმოსავლეთ ნაწილში რამდენიმე რაკეტა ისროლეს

✔️ რა არის ტაივანი და რატომ სურს იგი ჩინეთს?