მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტაივანმა შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში მოიყვანა

ტაივანის არმია

ჩინეთის მიერ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის გამო მუქარების ფონზე, ტაივანმა შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში მოიყვანა

გავრცელებული ინფორმაციით, ტაივანის შეიარაღებული ძალები 2 აგვისტოს დილის 8 საათიდან 4 აგვისტოს შუადღემდე მაღალ მზადყოფნაში იქნება. 

ცნობისთვის, აშშ-ჩინეთს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი.

19 ივლისს პეკინმა განაცხადა, რომ თუ პელოსი ტაივანს ესტუმრება, იგი შესაბამის ზომებს მიიღებს, რადგან ასეთი ვიზიტი „სერიოზულად შელახავს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, აშშ კი აცხადებს, რომ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძული დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

შეერთებული შტატები ჩინეთს თავის მთავარ სტრატეგიულ კონკურენტს უწოდებს და ამბობს, რომ ურთიერთობების სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რათა უნებლიეთ იგი კონფლიქტად არ გადაიქცეს.

29 ივლისს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც სი ძინპინმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“.

1-ელ აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა განაცხადა, რომ „თუ პელოსი ტაივანს ეწვევა, ჩინეთის არმია ჩუმად არ იჯდება“, ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში კი 4 ჩინური ავიაგამანადგურებელი ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა.

ამავე თემაზე: 

🔴 „თუ პელოსი ტაივანს ეწვევა, ჩინეთის არმია ჩუმად არ იჯდება“ - ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს აფრთხილებს

🔴 ბაიდენის ადმინისტრაციის შეშფოთების მიუხედავად, პელოსი შესაძლოა, ტაივანს მაინც ეწვიოს - CNN

🔴 პელოსის ტაივანში ვიზიტის წინ, ორი ჩინური ავიამზიდი ზღვაში გავიდა - ჩინური მედია