მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ტეხასში სატვირთოში 46 მიგრანტის ცხედარი იპოვეს - BBC

ტეხასში 46 მიგრანტის ცხედარი იპოვეს

ტეხასის შტატში, სან ანტონიოს გარეუბანში, მიტოვებულ სატვირთო მანქანაში 46 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ისინი, სავარაუდოდ, მიგრანტები არიან. ამის შესახებ BBC წერს.

მაშველების თქმით, 16 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც გამოცემა წერს, სან ანტონიო, რომელიც 250 კილომეტრშია (150 მილი) აშშ-მექსიკის საზღვრიდან, არის მთავარი სატრანზიტო გზა ადამიანებით მოვაჭრეებისთვის. ისინი ხშირად იყენებენ სატვირთო მანქანებს საბუთების არმქონე მიგრანტების გადასაყვანად.

„ეს არაფერია, თუ არა საშინელი, ადამიანური ტრაგედია“, - განაცხადა სან ანტონიოს მერმა რონ ნირენბერგმა.