მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თელ-ავივში დაახლოებით 80 000 ადამიანი მივიდა ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე - მედია

აქცია თელ-ავივში

ისრაელის ოპოზიციამ 14 იანვარს მოაწყო მასობრივი საპროტესტო აქციები ქვეყნის ახალი მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც დეკემბრის ბოლოდან ბენიამინ ნეთანიაჰუ ხელმძღვანელობს. Jerusalem Post-ის ცნობით, ყველაზე მასშტაბური აქცია თელ-ავივში გაიმართა.

აქცია ქალაქის ცენტრში, ჰაბიმას მოედანზე ჩატარდა. გამოცემის ცნობით, პოლიცია მონაწილეთა რაოდენობას დაახლოებით 80 ათას ადამიანად აფასებს.

მცირე მასშტაბის აქციები გაიმართა ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებშიც. Jerusalem Post-ის ცნობით, ოპოზიციის აქციები იერუსალიმში ისრაელის პრეზიდენტის, იცხაკ ჰერცოგის რეზიდენციის მახლობლად მიმდინარეობდა, სადაც აქციაზე დაახლოებით 1,5 ათასი ადამიანი შეიკრიბა.

2022 წლის 29 დეკემბერს ისრაელის პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე კენჭი უყარა ნეთანიაჰუს მიერ 1-ელ ნოემბრის არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებულ მთავრობას, რომელშიც ხმათა უმრავლესობა მიიღეს მემარჯვენე, ულტრამემარჯვენე და ორთოდოქსულმა რელიგიურმა პარტიებმა. ამის შემდეგ მინისტრებმა და ახალმა პრემიერმა ფიცი დადეს. იმავე დღეს ნეთანიაჰუმ გამართა ახალი მინისტრთა კაბინეტის პირველი შეხვედრა და ოპოზიციამ მოაწყო პირველი მიტინგი.

მთავრობამ ახალი გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვითაც პარლამენტს უფლებამოსილება ეზრდება. შეთავაზებული რეფორმა სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს ისრაელის იუსტიციის უმაღლესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას კანონებსა და მთავრობის გადაწყვეტილებებზე, ასევე, მთავრობისთვის მოსამართლეთა შერჩევაზე კონტროლის მინიჭებას.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ერთ „მოთამაშე თავმჯდომარეს“ როგორ გადააყოლეთ ამხელა პარტია?! კმაყოფილი იქნება „ოცნების“ ხელისუფლება, იოცნებეს და ამან, მელიამ შეუსრულა“ - თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიაზე

👉 „ბურჯანაძეს, როგორც ყველა ქაჯს, ამბიციამ სძლია და თავი ადრე გაიშიფრა“ - თაკო ჩარკვიანი

👉 დნიპროს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

👉 უკრაინელებმა დონბასში რუსეთის 14 თავდასხმა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

👉 პრიგოჟინი მანიპულირებს „სოლედარის მიტაცებით“ და „ამცირებს“ რუსეთის არმიას - ISW