მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თქვენმა პირადმა ლიდერობამ და ქარიზმამ უკრაინის დახმარება განსაკუთრებული გახადა“ - ვოლოდიმირ ზელენსკი ბორის ჯონსონის გადადგომაზე

დიდი ბრიტანეთის პრემიერი და უკრაინის პრემიერი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბორის ჯონსონის გადადგომას გამოეხმაურა და მას მადლობა გადაუხადა.

„მეგობარო, ბორის ჯონსონ, ჩვენ ყველამ მწუხარებით მივიღეთ ეს ამბავი. არა მარტო მე, არამედ მთელმა უკრაინულმა საზოგადოებამ. მთელი ჩემი ოფისი და ყველა უკრაინელი მადლობელი ვართ თქვენი დახმარებისთვის. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა გაგრძელდება, მაგრამ თქვენმა პირადმა ლიდერობამ და ქარიზმამ ეს განსაკუთრებული გახადა. ჩვენ სამუდამოდ ნამდვილ მეგობრებად და ძლიერ მოკავშირეებად დავრჩებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, დღეს, 7 ივლისს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თანამდებობიდან გადადგა.

„ძალიან სამწუხაროა მსოფლიოში საუკეთესო სამსახურის დატოვება, თუმცა პოლიტიკაში არავინ არის შეუცვლელი. ახალ ლიდერს მხარს მაქსიმალურად დავუჭერ“, - განაცხადა ჯონსონმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ამბის მორალი ასეთია: ნუ ეცდებით რუსეთის განადგურებას“ - მარია ზახაროვა ბორის ჯონსონის გადადგომაზე

👉 „ბორის ჯონსონმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო“ - ლიზ ტრასი ჯონსონის გადადგომაზე

👉 ბორის ჯონსონი გადადგა