თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ სანამ ის აშშ-ის პრეზიდენტია უკრაინაში ამერიკელ ჯარისკაცებს არ გაგზავნის. აღნიშნულის შესახებ ტრამპმა Fox News-ის ეთერში განაცხადა, რომელსაც Sky News-ი ციტირებს.
უსაფრთხოების გარანტიების პერსპექტივებთან დაკავშირებით დასმულ კითხვასთან დაკავშირებით ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნები მთავარ როლს შეასრულებენ.
„მათ სურთ, რომ ადგილზე ჯარები ჰყავდეთ“, - თქვა მან საფრანგეთზე, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთზე საუბრისას.
კითხვაზე შეუძლია თუ არა მას იმის გარანტიის მიცემა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები არ იქნებიან უკრაინაში, ტრამპმა თქვა, „თქვენ ჩემი გარანტია გაქვთ რომ არ იქნებიან და მე ვარ პრეზიდენტი“.