მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ტრამპი: რუსეთი ძლიერი სამხედრო ძალაა, არ შეგიძლიათ დაუპირისპირდეთ ქვეყანას, რომელიც თქვენზე ათჯერ დიდია

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთთან შესაძლო შეთანხმებების ფარგლებში უკრაინა „საკუთარი მიწის დიდ ნაწილს“ დაიბრუნებს. 

„უკრაინა დაიბრუნებს თავის სიცოცხლეს, ადამიანების სიკვდილი შეწყდება და უკრაინა მიიღებს უამრავ მიწას. ეს ომია, რუსეთი ძლიერი სამხედრო ძალაა, მოგწონთ ეს თუ არა. თქვენ არ შეგიძლიათ დაუპირისპირდეთ ქვეყანას, რომელიც ათჯერ დიდია. რაც შეეხება დონბასს, თქვენ ყველამ ნახეთ რუკა, ის 79%-ით რუსეთის კონტროლის ქვეშაა. მათ ეს ესმით“, - აცხადებს დონალდ ტრამპი

15 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.

18 აგვისტოს დონალდ ტრამპი ვაშინგტონში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს შეხვდა, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ აშშ-უკრაინა-რუსეთის ფორმატში მოლაპარაკებების, რაც შეიძლება მალე ორგანიზების მოლოდინი აქვს.