მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ტრამპმა პუტინთან მოსკოვში შეხვედრაზე უარი თქვა - The New York Times

პუტინი და ტრამპი

თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა სამმხრივ ფორმატში შეხვედრის შესახებ კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის შეთავაზება არ მიიღო, - ამის შესახებ The New York Times-ის პუბლიკაციაშია აღნიშნული. 

ევროპელმა დიპლომატმა გამოცემას განუცხადა, რომ პუტინმა ტრამპს შეხვედრის ლოკაციად მოსკოვი შესთავაზა.

„ევროპელი ლიდერები შეშინდნენ ასეთი სცენარით, მაგრამ ტრამპმა თავაზიანად უარი თქვა პუტინის შეთავაზებაზე“,   - აღნიშნა დიპლომატმა.

მანამდე კი, დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს შეხვედრა მოსკოვში შესთავაზა, რაზეც პუტინმა ზელენსკისგან უარი მიიღო.