მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ უკრაინა ვერ გადარჩება, ევროპაც ვერ გადარჩება... თუ ჩვენ დავეცით, თქვენც დაეცემით - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

„თუ უკრაინა ვერ გადარჩება, ევროპაც ვერ გადარჩება... თუ ჩვენ დავეცით, თქვენც დაეცემით, ამიტომ გამოდით და მხარი დაგვიჭირეთ“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 ქალაქთან ვიდეომიმართვისას განაცხადა.

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ხალხი სამშობლოს, თავიანთ მიწა-წყალს და თავიანთ წილ ევროპას იცავს. 

„სამი წუთი მაქვს თქვენთან მიმართვისთვის. პირველი წუთი მინდა, მივუძღვნა იმათ, ვინც დაეცა ბრძოლაში მათი სამშობლოსთვის, ჩვენს ჯარისკაცებს, იმათ, ვინც სახანძრო-სამაშველო სამსახურში მსახურობდა, ვინც დაფრინავდა და გმირულად იბრძოდა სხვადასხვა ტერიტორიებზე, სხვადასხვა რაიონებში, იცავდა ქვეყანას და სიცოცხლეც შესწირეს ამ ბრძოლას. მოდით, მოვიგონოთ მათი სულები მშვიდობით განისვენებდნენ.

მეორე წუთი სიჩუმის მინდა, მივუძღვნა ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის სამოქალაქო მოსახლეობა, მოზრდილები, ბავშვები, ათობით, ასობით, რომლებიც დაიღუპნენ ისე, რომ არც მოელოდნენ ამას და საკუთარი ცხოვრება შესწირეს საკუთარ ქვეყანას. მოდით, სიჩუმით მოვიგონოთ ისინი.

მინდა, ასევე ეს ჩემი გამოსვლა მოგიძღვნათ თქვენ, ევროპის მოსახლეობას, მინდა, ჩუმად არ იყოთ, ქუჩაში გამოხვიდეთ და მხარი დაუჭიროთ უკრაინას, ჩვენს ძალისხმევას და ჩვენს ბრძოლას, რადგან თუ უკრაინა დაეცემა, ევროპაც დაეცემა, თუ ჩვენ დავეცემით თქვენ დაეცემით, თუ შეიძლება არ იყოთ გაჩუმებულები, თვალი არ დახუჭოთ ამაზე, გამოდით და მხარი დაუჭირეთ უკრაინას, რაც შეიძლება ძლიერად.

თუ ჩვენ გავიმარჯვებთ და დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ, ეს იქნება გამარჯვება მთელი დემოკრატიული სამყაროსი, ეს იქნება ჩვენი თავისუფლების გამარჯვება, ეს იქნება სიბნელეზე სინათლის გამარჯვება, თავისუფლების მონობაზე და ჩვენ თუ გავიმარჯვებთ, ისეთივე აყვავებული ვიქნებით, როგორც ევროპა და ევროპა კიდევ უფრო აყვავდება ამ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, დიდება უკრაინას. ფრანკფურტი, პრაღა, ბრატისლავა, ლიონი, პარიზი, თბილისი, ვილნიუსი, ყველა დღეს უკრაინელები ხართ, მადლობა ამისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ დღეს ვდგავარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს! ვდგავარ პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინის გვერდში - სალომე ზურაბიშვილი

✔️ „მე კი შენთვის ერთ გროშსაც არ გადავიხდიდი“ - ანდრეი ბილეცკი კადიროვს პასუხობს

✔️ „კადიროველებმა ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები მოკლეს“ - დავით არახამია

✔️ ასეულიდან ოთხი ჯარისკაცი გადარჩა - რუსი სენატორი უკრაინაში დანაკარგებზე საუბრობს (ვიდეო)

✔️ განადგურებულია კადიროველთა კიდევ ერთი კოლონა - ვიდეო

✔️ „ახლა ამერიკელებმა ცოცხებით იფრინონ“ - დიმიტრი როგოზინი

✔️ კიევთან ახლოს რუსი სამხედროები ერთმანეთს დაერიენ