მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დღეს უკრაინაზე გადის თავისუფალი სამყაროს ბრძოლის ხაზი, ხვალ შეიძლება, საქართველოზე გავიდეს“ - იაგო ხვიჩია

გირჩის თავმჯდომარე

პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია უკრაინას სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ დღეს უკრაინაზე გადის თავისუფალი სამყაროს ბრძოლის ხაზი.

„დღეს უკრაინაზე გადის თავისუფალი სამყაროს ბრძოლის ხაზი. ხვალ შეიძლება, საქართველოზე გავიდეს. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც გვინდა, რომ მომავალში ანალოგიურ სიტუაციაში მოგვექცნენ. სოლიდარობა უკრაინას. ეს არის პოზიცია, რომელიც გვინდა აისახოს რეზოლუციაში, თუ მხარდამჭერ ტექსტებში“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴 პუტინი საწოლის რომელ მხარეს გაიღვიძებს, იმაზეა დამოკიდებული უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გადაწყვეტილება - ბაიდენი

🔴 რუსეთი რუმინეთიდან და ბულგარეთიდან ნატოს ძალების გაყვანას ითხოვს

🔴 თანამგზავრებმა უკრაინის საზღვართან რუსული საბრძოლო ტექნიკა გადაიღეს (ვიდეო) 

🔴 რუსეთის დუმის დეპუტატები პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლად აღიარებას სთხოვენ 

🔴 ესპანეთმა შავ ზღვაში საბრძოლო ხომალდები გაგზავნა

🔴 „პარტნიორების უუნარობის გამო ჩვენი მოქალაქეების სისხლით აღარ გადავიხდით, სწრაფად გამოიტანონ დასკვნები რუსეთის ქმედებებზე“ - დმიტრო კულება