მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინელებს კონტრშეტევისთვის 200-400 ათასი სამხედრო ჰყავთ მზად - ევგენი პრიგოჟინი

ევგენი პრიგოჟინი

უკრაინამ 400 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე შეკრიბა და ერთ კვირაში კონტრშეტევის დაწყებას გეგმავს, - ამის შესახებ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსულ ე.წ. აქტივისტების ჯგუფთან, „კიბერ ფრონტთანშეხვედრისას განაცხადა.

„მათ მზადყოფნაში ჰყავთ 200, ზოგი წყაროს მიხედვით 400 ათასამდე მოსამსახურე, ამის არასწორად შეფასება არ შეიძლება“, - აღნიშნა პრიგოჟინმა.

ევგენი პრიგოჟინის თქმით, უკრაინის არმია ნიადაგის გამოშრობას და საბრძოლო მასალის შევსებას ელოდება.

პრიგოჟინის განცხადებით, უკრაინის არმია არასათანადოდ არ უნდა შეფასდეს და სასურველია, რომ რუსეთმა ბრიანსკის, კურსკის და ბელგოროდის რეგიონების საზღვრები დახუროს.

პრიგოჟინმა გააკრიტიკა რუსული მედია რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის დამშვიდების მცდელობის გამო.

„არ შეიძლება პრობლემების დამალვა, მტერი სერიოზული და კარგად მომზადებულია. თუ დღეს წავა და რუსეთის საზღვრებს მიაღწევს, სიტუაცია საპირისპირო მიმართულებით შეიცვლება. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ ფრონტის ყველა სექტორზე“,- დასძინა ევგენი პრიგოჟინმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვის გამო, უკრაინამ ზოგიერთი სამხედრო გეგმა შეცვალა - CNN

🔴 „მუდმივი შეტევები და დაბომბვა“ - გენშტაბის ცნობით, ყველაზე ცხელი წერტილები ახლა ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებია

🔴 რუსეთმა შესაძლოა გააძლიეროს ზეწოლა, აიძულოს უკრაინა დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს - ISW

🔴 რუსეთი რელიგიას იარაღად იყენებს - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“

🔴 მარსელში კორპუსის ნგრევის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა