მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინის აღდგენა სამ ეტაპად მოხდება, პირველი უკვე მიმდინარეობს“ - დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრი

უკრაინის აღდგენის გეგმა სამი ეტაპისგან შედგება, რომელთაგან პირველი, დანგრეული ობიექტების ოპერატიული აღდგენა, უკვე დაწყებულია. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა BBC News Ukraine-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ ეს გეგმა. დავარქვით მას U-24. ეს არის უკრაინის განახლების გეგმა. იქნება შესაბამისი აღდგენის ფონდი, რომელიც სამ ეტაპად განხორციელდება“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

შმიგალის თქმით, პირველი ეტაპი განადგურებული ობიექტების ოპერატიული დროებითი აღდგენაა. მეორე ეტაპი არის სწრაფი განახლება საომარი მოქმედებების დასრულებისთანავე. როგორც პრემიერმა თქვა, უპირველეს ყოვლისა, საჭირო იქნება წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, რათა ხალხმა იარსებოს განადგურებულ ტერიტორიებზე. მესამე ეტაპზე კი „ჩვენი ქალაქების, დაბების, შენობების, ინფრასტრუქტურის და მთლიანად ქვეყნის სრულფასოვანი განახლებაა“.

პრემიერის თქმით, „ეს ეტაპი იქნება ყველაზე ძვირად ღირებული, ყველაზე ხანგრძლივი, მაგრამ ჩვენ გვინდა მისი განხორციელება ძალიან სწრაფად“.

მან აღნიშნა, რომ ქვეყნის აღდგენა უნდა გაგრძელდეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური პროცესების პარალელურად.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

„რუსებმა გაზარდეს უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება, რადგან თვითმფრინავების გამოყენების ეშინიათ“ - არესტოვიჩი

„ეს ომი ჩვენი ქვეყნის გალავნის მიღმაა... ვიცი, რომ რუსეთს ესმის ეს პოზიცია“ - ალექსანდრე ლუკაშენკო

✅ დიდი ბრიტანეთი უკრაინას ჯავშანმანქანებს მიაწვდის - The Times

✅ რუსეთმა მთლიანად გაიყვანა ჯარები კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებიდან - პენტაგონი

✅ რუს ჯარისკაცებს აღმოსავლეთ უკრაინაში პრობლემები შეექმნებათ - ბრიტანული დაზვერვა

✅ 🎥 უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის რეგიონში დამპყრობლების საარტილერიო ნაწილი დაამარცხეს

✅ მთელი თქვენი ფული დასავლეთშია, ის უკრაინის აღდგენას მოხმარდება, მინდა არც რუსეთისთვის დაზოგოთ თანხა - კანდელაკი რუს ოლიგარქებს

✅ რუსეთ-უკრაინის ომი - უახლესი ამბები (Live)

✅ „რუსეთი აშანტაჟებს არა მხოლოდ გერმანიას, არამედ მთელ ევროპას“ - დუდა Nord Stream 2-ის დემონტაჟს ითხოვს - CNN