მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაშინგტონს მსოფლიოსთვის დესტაბილიზაცია მოაქვს“ - ზახაროვა ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის, ტაივანში შესაძლო ვიზიტის გარშემო შექმნილი ვითარების კომენტირებისას განაცხადა, რომ ვაშინგტონს მსოფლიოსთვის დესტაბილიზაცია მოაქვს.

„ვაშინგტონს მსოფლიოსთვის დესტაბილიზაცია მოაქვს. არც ერთი დარეგულირებული კონფლიქტი უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, მაგრამ მრავალი - პროვოცირებული“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებული პირების ცნობით, ნენსი პელოსი შესაძლოა ტაივანს ეწვიოს. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა საკუთარ მოგზაურობის გეგმებზე საუბრისგან თავი შეიკავა და მიზეზად უსაფრთხოების საკითხები დაასახელა.

ცნობისთვის აშშ-ჩინეთს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი.

19 ივლისს პეკინმა განაცხადა, რომ თუ პელოსი ტაივანს ესტუმრება, იგი შესაბამის ზომებს მიიღებს, რადგან ასეთი ვიზიტი „სერიოზულად შელახავს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, აშშ კი აცხადებს, რომ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძული დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

შეერთებული შტატები ჩინეთს თავის მთავარ სტრატეგიულ კონკურენტს უწოდებს და ამბობს, რომ ურთიერთობების სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რათა უნებლიეთ იგი კონფლიქტად არ გადაიქცეს.

29 ივლისს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც სი ძინპინმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“.

1-ელ აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა განაცხადა, რომ „თუ პელოსი ტაივანს ეწვევა, ჩინეთის არმია ჩუმად არ იჯდება“, ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში კი 4 ჩინური ავიაგამანადგურებელი ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა.

✔️ „ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა გაჩაღდეს“ - ენტონი ბლინკენი

✔️  „1801 წლამდე საქართველო არ არსებობდა, იგი რუსეთის ნაწილი უნდა იყოს“ - მედვედევი

✔️ უკრაინული ძალები იზიუმის მიმართულებით სავარაუდოდ, კონტრშეტევის დაწყებას შეძლებენ - ISW

✔️ „ბრიუსელი ჩვენი ბოსი არ არის“ - ვიქტორ ორბანი