მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის დაზვერვის განცხადება, თითქოს საქართველო რუსეთს ტვირთების მიღებაში ეხმარება, აბსურდია - ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტო უკრაინის დაზვერვაზე

„განცხადება, თითქოს საქართველო რუსეთთან საქართველოს გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე შეთანხმებულია, ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ნათქამს, რომლის თანახმად, საქართველო რუსეთს სანქციების ქვეშ მყოფი ტვირთების მიღებაში ეხმარება.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებებს, თითქოს საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეთანხმებულია რუსეთთან საქართველოს გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე და აცხადებს, რომ ეს არის ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება.

საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ.

აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ დეტალურად ინფორმირებულია ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი.

საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით უმკაცრეს კონტროლს და პარტნიორებისთვის ინფორმაციის გაზიარებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო რუსეთს სანქციების ქვეშ მყოფი ტვირთების მიღებაში ეხმარება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📢 პუტინმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ საპასუხო სავიზო ზომების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

📢 [+18 ფოტო კოშმარი] - რუსული „დენაციფიკაცია“

📢 მარია ზახაროვა: ბუჩაში მოკლული მოსახლეობის კადრები, აშშ-მა შეუკვეთა

📢 რუსეთი ფარულ მობილიზაციას ახორციელებს, უკრაინაში 60 000 ადამიანის გაგზავნა სურს - უკრაინის გენშტაბი

📢  „პესკოვის პრიორიტეტული სკალა გაუაზრებელია, რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ“ - კადიროვი პუტინის თანაშემწეზე გაბრაზებულია

📢 ვერ ვიჯერებ, რომ ქართველები, ჩვენი ძმები და დები საშუალებას მისცემთ იმას, რომ იარაღი კონტრაბანდის გზით შემოდიოდეს რუსეთში - უკრაინის ვიცე-პრემიერი

📢 საქართველო რუსეთს სანქციების ქვეშ მყოფი ტვირთების მიღებაში ეხმარება - უკრაინის დაზვერვა

📢 ბუჩაში სასაკლაო ვიცე-პოლკოვნიკმა აზურბეკ ასანბეკოვიჩ ომურეკოვმა მოაწყო - უკრაინული მედია

📢 უკრაინელები ან უნდა განადგურდნენ, როგორც ნაცისტები, ან ისინი უნდა გარდავქმნათ - რუსი პროპაგანდისტი

📢 რუსეთ-უკრაინის ომი - უახლესი ამბები (Live)