მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვლადიმერ პუტინის შეჩერება ახლა ბევრად უკეთესია, ვიდრე მისთვის წარმატების მიღწევის საშუალების მიცემა იმაში, რომ მან ევროპის სხვა ქვეყნებიც არ დაიპყრობს - ჯინ შაჰინი

ამერიკელი სენატორი

„ვლადიმერ პუტინის შეჩერება ახლა ბევრად უკეთესია, ვიდრე მისთვის წარმატების მიღწევის საშუალების მიცემა იმაში, რომ მან ევროპის სხვა ქვეყნებიც არ დაიპყრობს“, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა

ამერიკელი სენატორი აცხადებს, რომ უკრაინა იბრძვის დემოკრატიებისთვის მთელ მსოფლიოში.

მისი თქმით, რუს ხალხს ეს ომი არ სურს.

„სამწუხაროდ, უკრაინა ახლა ჩართულია სასტიკ ომში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის გამო. თუმცა, ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვა ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირისგან, ნატოსგან, დასავლური ალიანსისგან რუსეთის წინააღმდეგ მათი მხარდაჭერა აბსოლუტურად კრიტიკულია, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, დიქტატორებმა, როგორიცაა ვლადიმერ პუტინი, იფიქრონ, მათ შეუძლიათ ძირი გამოუთხარონ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ წესრიგს და უბრალოდ დაიპყრონ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მოესურვებათ. შემდეგ კი ჩაიდინონ ომის დანაშაულები, სისასტიკე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. დაბომბონ საავადმყოფოები და სკოლები, ეს წარმოუდგენელია ცივილიზებულ საზოგადოებაში და ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ უკრაინელების მხარდასაჭერად.

უკრაინა იბრძვის დემოკრატიებისთვის მთელ მსოფლიოში. მქონდა შესაძლებლობა რამდენიმე ახალგაზრდა უკრაინელ სამხედრო ქალს შევხვედროდი. ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა - გთხოვთ, მოგვეცით იარაღი რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად იმისთვის, რომ მოგვიანებით, ამის გაკეთება თქვენ არ დაგჭირდეთო. ეს არის გაკვეთილი, რომელიც მეორე მსოფლიო ომიდან უნდა გვესწავლა, რომ ვლადიმერ პუტინის შეჩერება ახლა ბევრად უკეთესია, ვიდრე მისთვის წარმატების მიღწევის საშუალების მიცემა იმაში, რომ მან ევროპის სხვა ქვეყნებიც არ დაიპყრობს. 

კიდევ ერთი რამ, რაც მნიშვნელოვანია შევახსენოთ ხალხს, არის ის, რომ ომს მხოლოდ ჩვენი მოკავშირეები არ აკვირდებიან. მას ჩვენი მოწინააღმდეგეები და ჩვენი კონკურენტი ქვეყნებიც უყურებენ, როგორიცაა ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა. ყველა აკვირდება იმას, თუ რას აკეთებენ მოკავშირეები და ვინ იმარჯვებს ამ ომში. ასე რომ, ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოხდება და შევძლებთ თუ არა ვლადიმირ პუტინისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.

ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ მოკავშირეებთან და უკრაინელებთან იმაზე, თუ რა სჭირდებათ მათ, რაც შეიძლება მალე ვაწვდით მათ საჭირო იარაღს და ვფიქრობ, ეს უნდა გავაგრძელოთ.

ბევრი ცნობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ შეერთებულ შტატებში, მიანიშნებს, რომ რუს ხალხს ეს ომი არ სურს. ეს არის ვლადიმირ პუტინის ომი და მისი მდიდარი ოლიგარქების, ძალაუფლების მქონე ხალხის, მისი გარემოცვის ომი“, - აცხადებს  ამერიკელი სენატორი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 მინდა ყოველ დილით პუტინმა იმაზე ფიქრით გაიღვიძოს, მისმა რომელმა ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი მხრიდან ესკალაცია - ჯიმ რიში

👉 უკრაინელებს თუ დაელაპარაკები, ქუჩაში ჯოხებითაც იომებენ, თუ ამის საჭიროება იქნება, რუსები ვერასდროს მოახერხებენ ამ ქვეყნის ოკუპაციას - ჯიმ რიში

👉 პუტინს შეუძლია მოლაპარაკებები გადაიარაღებისთვის გამოიყენოს - დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

👉 უკრაინაში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

👉 რუსებს ესმით, რომ კრემენაიას ვერ დაიკავებენ - გაიდაი