მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ვლადიმერ პუტინის თვითმფრინავი ანკორიჯში დაეშვა

ვლადიმერ პუტინი

რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავი, რომელშიც ვლადიმირ პუტინი იმყოფება, ქალაქ ანკორიჯში დაეშვა.

ცნობისთვის, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა დღეს, 15 აგვისტოს, ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში, აშშ-ის საჰაერო ძალებისა და სახმელეთო ჯარების ელმენდროფ-რიჩარდსონის ერთობლივ სამხედრო ბაზაზე გაიმართება.

რუსეთის სახელმწიფო მეთაურის თანაშემწის იური უშაკოვის თქმით, ლიდერები უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გზებზე იმსჯელებენ.

ასევე, პრეზიდენტები ეკონომიკის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას განიხილავენ.