უკრაინის დელეგაცია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, უკვე თეთრ სახლში იმყოფება. შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს.
ცნობისთვის, ევროპელი ლიდერები თეთრ სახლში თბილისის დროით, 20:00 საათიდან შეიკრიბნენ.
დანიშნულების ადგილას პირველი ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე გამოჩნდა, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი შეურთდნენ.
უკრაინის დელეგაციის გამოჩენასთან ერთად, თეთრ სახლში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც მივიდა.
აღსანიშნავია, რომ ევროპელი ლიდერები აშშ-ის მმართველთან შეხვედრაზე, უკრაინის პრეზიდენტის თეთრ სახლში გამოჩენამდე მივიდნენ.
NOW: Zelensky has arrived at the White House for his meeting with Trump. pic.twitter.com/Wj1HcVL2TO
— Clash Report (@clashreport) August 18, 2025