მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

10 000 ლარის გადახდის შანსი ვის აქვს ჩვენს ქვეყანაში, ხალხს საახალწლო პროდუქცია ვერ უყიდია, ჩვენი შვილები სჭირდებათ ყმებად - შალვა ნათელაშვილი

პოლიტიკოსი

„სავალდებულო გაწვევის გადავადებისთვის 10 000 ლარის გადახდას მოქალაქეები ვერ შეძლებენ“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული“  პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. 

ნათელაშვილის განცხადებით, ჯარში სამსახური უნდა გახდეს საკონტრაქტო ნებაყოფლობითი.

„საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა დედამიწის ზურგზე, სადაც ოფიციალურად დაკანონებულია  ბატონყმობა. წლის ბოლოს ივანიშვილის რეჟიმმა გაგვახარა ახალი გადაწყვეტილებით, კერძოდ, ჯარში იმსახურებს ყველა, გარდა მათ, ვინც გადაიხდის 10 000 ლარს, თქვენ ალბათ კარგად წარმოგიდგენიათ 10 000 ლარის გადახდის შანსი ვის აქვს ჩვენს ქვეყანაში, ხალხს საახალწლო პროდუქცია ვერ უყიდია, რომ ერთი ვახშამი გააკეთოს. ამდენად, ჩვენი შვლები მათ კვლავ სჭირდებათ ყმებად, ხოლო საკუთარ შვილებს გვიზრდიან ბატონებად.

შესაბამისად, ხელისუფლების შეცვლისთანავე ჩვენ მივიღებთ კანონს და ჯარში სამსახური გახდება საკონტრაქტო ნებაყოფლობით და წავა სამხედრო იერარქიაში ის, ვისაც სურს, თავისი ცხოვრება მიუძღვნას ამ პროფესიას და სფეროს. დღეს მთელი მსოფლიო გადასულია საკონტრაქტო სამხედრო სამსახურზე. საქართველოში სავალდებულო ჯარი გადაქცეულია დეგრადაციის ბაზისად. ბავშვები ჯარში ვერაფერს ვერ სწავლობენ“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი. 

შეგახსენებთ, მთავრობის ახალი გადაწყვეტილებით  სავალდებულო ჯარში გაწვევის გადავადება ერთი წლით, 10 000 ლარით განისაზღვრა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, უბრალოდ სირცხვილია, რომ ის ციხეში დარჩეს - მიხაილ ხოდორკოვსკი

✔️ უშველეთ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, თუ არ გადავარჩენთ, მსოფლიო ინანებს ამას - დმიტრი გორდონი

✔️ „მიხეილ სააკაშვილისგან დღეს მხოლოდ ნაჭუჭებია დარჩენილი“ - ერიკ დეივიდ გოლდ სმიტი

✔️ „მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი“ - სოფო ჯაფარიძე

✔️ თუ არაფერს მოვიმოქმედებთ, მიხეილ სააკაშვილი მოკვდება - ფეიგინი